ცენტრალურ მაგისტრალზე სიჩქარის ხელოვნურად შემანელებელი ბორცვები და ელექტრო-ციფრული შუქნიშნები დამონტაჟდება

0

მალე ბოლნისის საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე, ცენტრალური მაგისტრალის აქტიურ გზაჯვარედინებზე, მოსახლეობის, მცირეწლოვან ბავშვთა და სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, დამონტაჟდება სიჩქარის ხელოვნურად შემანელებელი ბორცვები და ელექტრო-ციფრული შუქნიშნები. აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასრულებულია საპატრულო პოლიციასთან. რამდენიმე დღეში მოხდება ადგილების მონიშვნა შესაბამისი სამსახურების მხრიდან. მომავალი თვიდან კი შპს „არილი” დაიწყებს სიჩქარის ხელოვნურად შემანელებელი ბორცვების დამონტაჟებას.


Share.

Comments are closed.