26 თებერვალს ბოლნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მრევლი, სამებაში დაბრძანებული გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოსალოცად გაემგზავრა

0

IMG_1793ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიიდან ორი სამარშრუტო ტაქსი დილიდანვე დაიძრა. მრევლი ბოლნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დეკანოზი მამა ნიკოლოზი გაბიძაშვილის ინიციატივით გაემგზავრა. წმინდა ნაწილების მოლოცვის შემდეგ მრევლი ბეთანიას მოინახულებს.  „ვინაიდან მთელ საქართველოში გაბრიელ ბერის მადლი ტრიალებს, გვინდა მივიდეთ და მის წმინდა ნაწილებს მივეახლოთ.“ – აღნიშნა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მამა ნიკოლოზმა.


Share.

Comments are closed.