41 უსინათლო ყოველთვიურად 100 ლარიან დახმარებას მიიღებს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამაში გათვალისწინებული უსინათლოთა დახმარება გრძელდება. მიმდინარე წელს ბოლნისის ტერიტორიაზე მცხოვრები 41 უსინათლო ყოველთვიურად 100 ლარიან დახმარებას მიიღებს.

სოციალური პროგრამა მესამე წელია ხორციელდება, პირველ ეტაპზე თანხა 30 ლარს შეადგენდა,  გასულ წელს დახმარება 100 ლარამდე გაიზარდა.


Share.

Comments are closed.