450 ბენეფიციარიდან 113 სიიდან იქნა ამოღებული

0

11სოციალური სამსახურის თანამშრომლების მიერ მოხდა გადამოწმება და დაკვირვება იმ ორ ობიექტზე, საიდანაც ბენეფიციარები დღეში ერთხელ, კვირა დღის გარდა, სარგებლობენ საკვები პროდუქტით. აღმოჩნდა რომ „მადლსა“ და „ჭაღარაში“ ყოველდღიურად რჩებოდა 20-25 ადამიანისთვის  განკუთვნილი საკვები, ამიტომ ის ბენეფიციარები, ვინც არ  აკითხავდნენ კვების ობიექტებს, სიიდან იქნენ ამოღებული.

ლალი ციხელაშვილი, სოციალური სამსახურის უფროსი:

_  დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ არიან ბენეფიციარები, რომლებიც იყვნენ კვების სიაში, თუმცა არ სარგებლობდნენ. ამიტომ გადავამოწმეთ ეს ოჯახები, გავაფრთხილეთ და მოხდა სიიდან მათი ამოღება. დღეს უკვე 337 ბენეფიციალი სარგებლოს უფასო ერთჯერადი კვებით.

ჯულიეტა ზურაბაშვილი, ბენეფიციარი:

_ მადლობელი ვარ ადგილობრივი ხელისუფლების, ყოველდღიურად ვაკითხავ  „ჭაღარას“, ვღებულობ საკვებს. სუფთად და გემრიელადაა მომზადებული ყველაფერი, სულადობის მიხედვით გვაძლევენ, საკმარისი რაოდენობაა.


Share.

Comments are closed.