„RMG გოლდსა” და მოსახლეობას შორის მოლაპარაკება გრძელდება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში „RMG გოლდი”-ს წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე გამავალი 300 მმ-იანი გაზსადენი მილის დახურვასა და გადატანას ეხებოდა. აღნიშნული მილით ბუნებრივი აირი მიეწოდება წითელ ხიდს, წალკასა და ახალქალაქს. მაგისტრალი გაედინება როგორც კერძო მესაკუთრეების, ისე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის სააგარაკე ნაკვეთებზე. მოსახლეობას აუხსნეს, რომ უნდა მოხდეს მილის მიწის ქვეშ განთავსდება, რის გამოც წელს ვერ შეძლებენ ფართობების დამუშავებას. „RMG გოლდმა” 12 მიწის მესაკუთრეს ისიც განუმარტა, რომ ფართობები მათ საკუთრებაში დარჩება, მხოლოდ ეკრძალებათ მრავალწლიანი ნარგავებისა და შენობის აშენება ამ მონაკვეთზე. ვინაიდან მოსახლეობა წელს ვერ მიიღებს მოსავალს, კომპანია კომპენსაციას იხდის იმისდა მიხედვით, თუ რა სიგრძის მილი უნდა განთავსდეს ნაკვეთში, მოლაპარაკება მოსახლეობასთან გრძელდება.

„განვიხილეთ სერვიტუტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ნაკვეთების დროებით გადმოცემას კომპანიისთვის, რომელშიც ჩაიდება მილი, შემდეგ იგივე პირობებით აღდგება მიწის ფართობები და მოსახლეობა ისევ შეძლებს ნაკვეთების დამუშავებას. ამისთვის მათ გადავუხდით კომპენსაციას, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. აუდიტის შესწავლით მათ ძალიან მცირე თანხა გამოსდიოდათ, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მოსახლეობასთან რომ არ გვქონოდა ცუდი ურთიერთობა, მეტი შეგვეთავაზებინა,თანხა იმის მიხედვით გაიწერა, ვის ნაკვეთზე რა სიგრძის მილი უნდა გავიდეს. კომპანიის მიერვე მოხდა მესაკუთრეებისთვის ნაკვეთების დარეგისტრირებაც. თუ ვერ მოხდება მოლაპარაკების გზით შეთანხმება, სახელმწიფო და გაზის კორპორაცია ჩაერევა, რაც დროში გაიწელება. ყველაზე ალტერნატიული მეთოდი მოსახლეობის თანხმობაა”. _ განაცხადა „RMG გოლდი”-ს გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა მიხეილ კვარაცხელიამ.

მარიამ თათეშვილი, მიწის მესაკუთრე: _ კმაყოფილი ვარ ამ მოლაპარაკებით, ჩემს აგარაკზე გადის გაზსადენი, პირობებიც მომეწონა.

მიწის მესაკუთრეები, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანის შეთავაზებას თანხმდებიან, თუმცა არსებობს ერთი მესაკუთრე, რომელიც წინააღმდეგია, იგი არც შეხვედრას დასწრებია. კომპანის წარმომადგენლები მასთან მოლაპარაკებას განაგრძობობენ.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.