RMG-ის გაფიცული თანამშრომლები კომპანიასთან დიალოგზე თანხმობას აცხადებენ

0

„ამას ველოდით მთელი ეს დღეები, აუცილებლად მივალთ”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი RMG კოპერის, კარიერის პროფკავშირების თავმჯდომარე ცირა მენთეშაშვილი. ცნობა დიალოგის შეთავაზებაზე დაბა კაზრეთის ცენტრში შეკრებილმა მუშებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. დაახლოებით  ნახევარი საათის წინ კომპანია RMG-იმ სპეციალური განცხადება გაავრცელა მედიის საშუალებით და გაფიცულებს დიალოგისკენ მოუწოდა.

როგორც ქალბატონმა ცირამ bolnisi.ge-სთან საუბარში აღნიშნა, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა უპირობო იქნება, სხვა დანარჩენზე უკვე დიალოგის პროცეში ისაუბრებენ და იმედოვნებენ, რომ კონსენსუს მიაღწევენ.

ამ წუთებში კაზრეთში, აქციაზე იმყოფება საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, კომპანია RMG-ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ფართომაშტაბიანი აქციები 14 თებერვალს დაიწყო და დღემდე გრძელდება. გაფიცულები გათავისუფლებული 180 თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებას, ხელფასების გაორმაგებას, სამუშაო და სადაზღვეო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.


Share.

Comments are closed.