ბოლნისის კინოთეატრის აღდგენა-ამუშავების მოთხოვნით აქცია გაიმართება

0

10373104_751673808218675_36119030327685688_oბოლნისის კინოთეატრის აღდგენა-ამუშავების მოთხოვნით 30 მაისს კინოჩვენება და ფოტო გამოფენა ეწყობა. ბოლნისი კინოთეატრით წლებია ვერ სარგებლობს.  შენობა სახელმწიფოს ბალანსზეა.

„ასეთი კარგი კინოს შენობა ერთეულ ქალაქებშია შემორჩენილი და უმეტესი მათგანი გაყიდულია. ვისიამოვნოთ კინოჩვენებით და შევუერთდეთ მოთხოვნას, ამოქმედდეს მუნიციპალური (არაკომერციული) კინოთეატრი!

მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ არ აქვს საკმარისი თანხა შენობის ასამუშავებლად, ამიტომ არ ცდილობს მის დაბრუნებას თუმცა ვფიქრობთ, სურვილის შემთხვევაში ეს ყველაფერი შესაძლებელია.” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ღონისძიება ხორციელდება პროექტ „ბოლნისის კინოთეატრის ადვოკატირების” ფარგლებში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების” (G-PAC) ფარგლებში.


Share.

Comments are closed.