ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დამოუკიდებლობის დღეს გამოეხმაურა

0

10425812_502730976523189_512073174_nსაქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენა მოეწყო. სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.  ასევე მოეწყო სტენდი სახელწოდებით ”იმპერიის ტყვეობიდან დამოუკიდებლობამდე”, სადაც  განთავსებული იყო საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტოები.

”საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოიფინა მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატები საქართველოს ისტორიის თემაზე. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქალაქ ბოლნისის, ასევე სოფლების სკოლებმა. მოვაწყვეთ სტენდი, სადაც განთავსებულია დამოუკიდებლობის აქტი, ეროვნული მოძრაობის გმირების და ამ დღესთან დაკავშირებული ისტორიის ამსახველი ფოტოები.  დამთვალიერებლები. მოდიან და ეცნობიან ნამუშევრებს, ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, გვინდა ბოლნისელი ხელოვანი, ნიჭიერი ბავშვები გაიცნოს საზოგადოებამ”. – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერმა ანა აკოფიანმა.

10388433_502731086523178_641669383_n 10417023_502730993189854_160461392_n 10425601_502731126523174_1400080285_n


Share.

Comments are closed.