ბოლნისში მენინგიტის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

0

1400677289_meningitiბოლნისის მუნიციპალიტეტში მენინგიტის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. სოფელ ქვეშისა და ქალაქ ბოლნისის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვირუსი აღმოაჩნდათ. ბავშვები თბილისში იაშვილის სახელობის კლინიკაში გადიან მკურნალობის კურსს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის ცენტრის ეპიდემიოლოგების მიერ ხორციელდება ზედამხედველობა მათთან კონტაქტში მყოფი პირების, ხოლო სახლსა და საკლასო ოთახებს ჩაუტარდა  დეზინფექცია, მიეცათ რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს ჰიგიენური ნორმების დაცვა. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულია მენინგიტის დაახლოებით 384 შემთხვევა. მენინგიტი ორი სახისაა, ვირუსული და ბაქტერიული, რომელიც ვრცელდება ფეკალურ- ორალური და ჰაერწვეთოვანი გზით. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით სასწავლო პროცესი  შეჩერებულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და დაწყებით კლასებში, საბავშვო ბაღებში ყოველდღიურად ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისში პანიკის საშიშროება არ არის ა.ა.ი.პ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ურჩევს:

„ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის პანიკის საშიშროება, თუმცა სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ისეთი სიმპტომების გაჩენისას, როგორიც არის მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, პირღებინება, დიარეა, არ უნდა მივყვეთ თვითმკურნალობას ოჯახის პირობებში და აუცილებლად უნდა მივაკითხოთ სამედიცინო დაწესებულებებს”. – აღნიშნა მაკა მამარდაშვილმა.

ვირუსული მენინგიტის პრევენციისათვის რეკომენდირებულია: ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით პამპერსის გამოცვლისა და საპირფარეშოს გამოყნების შემდეგ, ხშირად შეხებადი ზედაპირების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია, თავის არიდება დაავადებულის ცხვირ-ხახის გამონადენებთან კონტაქტისაგან, ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა.


Share.

Comments are closed.