პატარა გიმნაზიელებმა ანბანი გააცილეს

0

პატარა გიმნაზიელები130 მაისს, იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიის პირველკლასელებმა ანბანს გაცილება მოუწყვეს და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი ღონისძიება აჩუქეს. როგორც სასულიერო გიმნაზიის აღსაზრდელებს შეეფერებათ პატარებმა ღონისძიება ლოცვით დაიწყეს. ქართული ცეკვა, სიმღერა, ლექსები, ფრთიანი ფრაზები, ანდაზები და ინსცენირებული მოთხრობები პატარების შესრულებით აღფრთოვანებას იწვევდა სტუმრებში და ისინიც არ იშურებდნენ ოვაციებს. ღონისძიების ბოლოს პირველკლასელებს მამა პეტრე კვარაცხელიამ გზა დაულოცა მეორე კლასისაკენ და თითოეულს სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, შენდობა და ერთურთის დაფასება უსურვა. პატარების საყვარელმა ლია მასწავლებელმა კი  აღნიშნა რომ უნიჭიერესი თაობა მოდის და თითოეული მათგანის იმედი აქვს, ისინი ნამდვილი ქართველები გაიზრდებიან.


Share.

Comments are closed.