სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ბოლნისში კინოთეატრის აღდგენის კამპანია დაიწყო

0

10396651_247497182118178_469495498_n„დავუბრუნოთ რეგიონებსკინოთეატრები“ – ამ მოთხოვნით ბოლნისის კინოთეატრის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ აქცია გამართა. რეგიონული კინოს ასოციაციის წარმომადგენლებმა ღია ცის ქვეშ, აღნიშნულ თემაზე ფოტო გამოფენა და კინოჩვენება მოაწყვეს. ახალგაზრდებისთვის ნაჩვენები იყო ფილმი სახელწოდებით „დაუმორჩილებელი”.

აქციას ბოლნისელებიც შეუერთდნენ, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ბოლნისში კინოთეატრის აღდგენის კამპანია დაიწყო. შეგახსენებთ,  რომ უმოქმედოდ და უფუნქციოდ დარჩენილი შენობა სავალალო მდგომარეობაშია, სახელმწიფო კინოთეატრით ბოლნისი დაახლოებით 12 წელია ვერ სარგებლობს, შენობა დაზიანებულია, თუმცა ჯერჯერობით ის კიდევ ექვემდებარება შეკეთებას.

,,ბოლნისის კინოთეატრი ერთ-ერთი იშვიათთაგანია, რომელიც გაყიდვას ან საბოლოო განადგურებას გადაურჩა, ამიტომ ის არაჩვეულებრივი შანსია, ქვეყანაში მუნიციპალური|არაკომერციული|კინო კულტურის გასავითარებლად. თვითმართველობამ უნდა იზრუნოს მის დაბრუნებასა და დაცვაზე. თუკი ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, მან კულტურის სამინისტროს დახმარებით უშუამდგომლოს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მზად არიან დროებით მაინც იზრუნონ ობიექტზე, რათა არ მოხდეს შენობის დანგრევა, გაყიდვა ან პროფილის შეცვლა.“ – აქციის წევრებმა ამ მესიჯით მიმართეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს.

ღონისძიება განხორციელდა პროექტ „ბოლნისის კინოთეატრის ადვოკატირების” ფარგლებში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების” (G-PAC) ფარგლებში.

,,კინოთეატრზე პასუხისმგებლობას არც ერთი სახელმწიფო ორგანო არ იღებს. ამ კულტურულ ობიექტზე ზრუნვა თვითმართველობის მოვალეობაა. მას არ ეკუთვნის, თუმცა მისი დაბრუნების მოთხოვნა, კანონით ნებისმიერ დროს შეუძლია. შენობის მფლობელი ეკონომიკის სამინისტროა, რომელიც კინოს ვერ განავითარებს, ეს მისი მოვალეობა არ არის, მისი ბედის საბოლოო გადაწყვეტილებაში მუნიციპალიტეტმა და კულტურის სამინისტრომ უნდა მიიღონ მონაწილეობა, რადგან ის ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია“. – აღნიშნა პროექტის წარმომადგენელმა თორნიკე ადამაშვილმა.

ნათია ნიკოლეიშვილი პროგრამის მენეჯერი:

„პროექტი „რეგიონული კინოს ადვოკატირება” ჩვენი პირველი პროექტია, რომელიც USAID -ის მიერაა დაფინანსებული, ჩვენი მიზანია რეგიონებში არსებულ კინოთეატრებს,რომლებიც დღესდღეობით გაყიდულია ან სავალალო მდგომარეობაშია  დავუბრუნოთ ფუნქცია, ეს იქნება ჩვენი ძალებით თუ მუნიციპალიტეტის დახმარებიათ. გვინდა ხალხს ქონდეს კინოთეატრები, რომ მოხდეს მათი დეცენტრალიზაცია.  კინოს შეუძლია გააერთიანოს სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცე.“

10405988_247497135451516_1226080497_n

10374202_247497058784857_1464084398_n


Share.

Comments are closed.