სტუდენტებმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ორი თვის სტიპენდია მიიღეს

0

students2ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამა ამოქმედდა, რომელშიც შედის სტუდენტების ყოველთვიური დაფინანსება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ორასმა სტუდენტმა ორმოცდაათ ლარიანი  სტიპენდია მიიღო. მაისის თვეში მათ ორი თვის, თებერვალ-მარტის თანხა აუნაზღაურდათ. სტუდენტებს აპრილის თვიდან ოთხი წარჩინებული დაემატებათ, საკრებულოს გადაწყვეტილებით წარჩინებული სტუდენტები მუნიციპალიტეტიდან ყოველთვიურად ას ლარს მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ პროგრამა, რომელიც სტუდენტების დაფინანსებას ეხება,ხუთ კატეგორიაზეა გაწერილი:მარჩენალ დაკარგული, დევნილი, მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი და ოჯახიდანორი სტუდენტი.

”სტუდენტების დაფინანსება თებერვლის თვიდან ჩაისვა, თუმცა კრიზისმა ხელი შეგვიშალა  გადარიცხვაში, როგორც კი გაჩნდა საკმარისი თანხა, მოხდა ორასი სტუდენტის დაფინანსება, მათ ორი თვის სტიპენდია ერთად  მიიღეს. სტუდენტები  დაფინანსდებიან 1 თებერვლიდან _ 31 ივლისის ჩათვლით და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე , ანუ ათი თვის მანძილზე. საკრებულოს დებულებით გაერთიანდა ხუთი კატეგორია, რომელშიც 200 სტუდენტი შევიდა, ისინი ყოველთვიურად 50 ლარს მიიღებენ, ხოლო გვყავს ამ ეტაპზე ოთხი წარჩინებული სტუდენტი, რომლებსაც თითოეულ საგანში 86 ქულაზე მეტი აქვთ. ამ ბავშვებს ყოველთვიურად ასი ლარი ჩაერიცხებათ”. – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსმა ლალი ციხელაშვილმა.


Share.

Comments are closed.