განათლების საერთაშორისო ცენტრმა აპლიკანტთა განაცხადების განხილვა დაიწყო

0

288_42968_168535_sslastსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა განათლების საერთაშორისო ცენტრმა აპლიკანტთა განაცხადების განხილვა დაიწყო.
საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ცენტრის ბაზაში 1 279 აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგან 514-მა კონკრეტული არჩევანი პროგრამების მიხედვით დააფიქსირა. 
აპლიკანტების უმეტესობა სამაგისტრო პროგრამებით არის დაინტერესებული. საბაკალავრო პროგრამებზე მიღებულია 20 აპლიკაცია, სადოქტორო პროგრამაზე – 44 აპლიკაცია, სამაგისტრო პროგრამაზე – 435 აპლიკაცია, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე – 15 აპლიკაცია.
მიმართულებების მიხედვით კი ყველაზე მეტი განაცხადი მიღებულია ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებებისა და სამართლის სპეციალობებზე.
აპლიკანტთა რაოდენობა მიმართულებებზე ასე ნაწილდება: აგრარული მეცნიერებები – 16 აპლიკანტი; ბიზნესის ადმინისტრირება – 133; განათლება – 10; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა – 2; ზუსტი და საბუნებისმეტყველო (სიცოცხლის შემსწავლელი) მეცნიერებები – 8; თავდაცვა და უსაფრთხოება – 4; ინჟინერია და ტექნოლოგიები – 29; სამართალი – 99; სოციალური მეცნიერებები – 120; ურბანული განვითარება, არქიტექტურა, რესტავრაცია და კონსერვაცია – 8; ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები – 70; ჯანდაცვა და სამედიცინო მიმართულებები – 15 აპლიკანტი.
საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სისტემაში რეგისტრირებული აპლიკანტებიდან 28 მიმდინარე გრანტის მფლობელია, ხოლო 486 – ახალი აპლიკანტი.
აპლიკანტების უმრავლესობამ სასწავლებლად დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ნიდერლანდების სამეფოს, გერმანიისა და შვედეთის უნივერსიტეტები შეარჩია.
დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველი 188 აპლიკანტია; ამერიკის შეერთებული შტატებში – 134; ნიდერლანდების სამეფოში – 50; გერმანიაში – 48; შვედეთში – 25; საფრანგეთში – 15; ესპანეთში – 12; იტალიაში – 9; რუსეთში – 5; ჩეხეთში – 5; ესტონეთში – 5; ბელგიაში – 4; უნგრეთში – 3; შვეიცარიაში – 3; ნორვეგიაში – 3; პოლონეთში – 2; ბოსნია-ჰერცოგოვინაში,სამხრეთ კორეასა და უკაინაში კი 1-1.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამასა და საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამაზე საბუთების მიღება 7 ივნისს დაასრულა. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადებს კომისია განიხილავს. კომისია გადაწყვეტილებას წინასწარ დადგენილი ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს. კონკურსის საბოლოო შედეგები 7 ივლისს გახდება ცნობილი.
განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ-მინისტრის ინოვაციური პროექტების ფარგლებში დაარსდა. ცენტრის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მომზადება. განათლების საერთაშორისო ცენტრი აფინანსებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს; საზღვარგარეთ მცხოვრები მეცნიერებისა და პრაქტიკოსების მოწვევას საქართველოში და საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებს.


Share.

Comments are closed.