სასულიერო გიმნაზიის მეხუთე კლასმა თეატრალიზებული სპექტაკლი წარმოადგინა

0

სასულიერო გიმნაზია1წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიის წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა თეატრალიზებული სპექტაკლი წარმოადგინეს. ბავშვებმა გიორგი ლეონიძის  პერსონაჟები გააცოცხლეს. წარმოდგენა სახელწოდებით „ჩორეხი“ შეეხებოდა საქართველოს წარსულს და მომავლის იმედს, მთავარმა პერსონაჟმა, სხვა გმირებთან ერთად მიმოიხილა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა მძიმე ეპოქები. სპექტაკლი გაითავისეს ბავშვებმა და იმდენად შთამბეჭდავად გადმოსცეს, დამსწრე საზოგადოებას ცრემლიც კი მოადგა.

„გახარებული და ბედნიერი ვარ, რადგან ასეთი მაღალი დონის სპექტაკლი ჩატარდა ჩვენს სკოლაში, მადლობა დამრიგებელს და მოსწავლეებს ასეთი კარგი შესრულებისთვის, ბავშვებმა ერთი საათი გვამოგზაურეს და გაგვახსენეს საქართველოს ისტორია, ქარცეცხლიანი დღეები, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა, სპექტაკლში ჩანდა იმედის სხივი, რომელიც მათ სულშია. უფალმა ინებოს რომ მალე გვენახოს ერთიანი, გაბრწყინებული საქართველო. სპექტაკლი ფართო საზოგადოებისთვის აუცილებლად იქნება ნაჩვენები გამეორებით.“   – აღნიშნა იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიის დირექტორის მოადგილემ ნინო დევნოზაშვილმა.


Share.

Comments are closed.