№4 საბავშვო ბაგა-ბაღში გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

0

ბაღი 1 (1)ქალაქ ბოლნისის №4 საბავშვო ბაგა-ბაღმა „მტრედმა“ კიდევ ერთი თაობა გააცილა. „სკოლისაკენ ჰერი, ჰერი“ ამ განწყობით ჩვიდმეტი აღსაზრდელი დაემშვიდობა საბავშვო ბაღს და მასწავლებლებს. პატარებმა გამოსაშვები ღონისძიება მოაწყვეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე სამშობლოს სიყვარულით გაჯერებული ლექსები და სიმღერები შეასრულეს. ღონისძიება თემატურად საქართველოს შეეხებოდა. აღსაზრდელებმა საქართველოს კუთხეებზე წაიკითხეს ლექსები და სტუმრები ნაციონალური ცეკვებით მოხიბლეს. გამოსაშვებ ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ბაღების სამსახურის ხელმძღვანელი თანამშრომლებთან ერთად, ეკონომიკის სამსახურის უფროსი და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, რომლებმაც ბავშვებს ბაღის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. აღსაზრდელებს სავალი გზა დაულოცა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ნიკოლოზმა.

მუნიციპალიტეტის თორმეტივე საბავშვო ბაღში გამოსაშვები ღონისძიებები პარალელურ რეჟიმში ეწყობა.

ბაღი4

ბაღი2


Share.

Comments are closed.