ბოლნისის სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელების რეგისტრაცია მიმდინარეობს

0

zeimi2საბავშვო ბაღებში 2014-2015 სასწავლო წლისთვის, ბავშვების რეგისტრაცია გრძელდება. საბუთების მიღება 10 ივნისს დაიწყო. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის თორმეტივე ბაღში 188 განაცხადია შესული,  ყველა ბავშვის მიღება ვერ მოხერხდება, რადგან ჯგუფების არასაკმარისი რაოდენობა და ინფრასტრუქტურა ვერ დააკმაყოფილებს კონტიგენტს. სკოლამდელ დაწესებულებაში 2-დან ექვს წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებიან.

„მიღების დროს პრიორიტეტი ენიჭებათ ხუთიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს. საბავშვო ბაღებში ადგილი ბევრი არ არის, სავარაუდოდ კიდევ 30 განაცხადის მიღებაა შესაძლებელი, ზოგ ბაღში საბუთების მიღება დასრულებულია, შეივსო ადგილები, თუმცა რეგისტრაცია მთელი წელი გრძელდება, ხდება სარეზერვო სიაში მყოფი ბავშვების ეტაპობრივად ჩარიცხვა. არასაკმარისი ჯგუფები და ინფრასტრუქტურა არ გვაძლევს საშუალებას, რომ მივიღოთ  ბაღის ასაკის ყველა ბავშვი. ამიტომ პრიორიტეტს სკოლამდელი ასაკის ბავშვებს და სოციალურად დაუცველებს ვანიჭებთ“. – აღნიშნა bolnisi.ge სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსმა ლელა გოგმაჩაძემ.


Share.

Comments are closed.