შსს-ს აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

0

10314002_507123356056335_5296556547863551768_nსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ განათლების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ავტორიზაცია მიიღო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.

უახლოეს მომავალში შსს-ს აკადემიაში საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის მოამზადოს საშუალო მენეჯერულ პოზიციებზე სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი, საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე თანამშრომლები, რომლებიც იქნებიან კანონის უზენაესობის, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების მატარებელნი.

დეტალური ინფორმაცია შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე და მიღების პროცედურების შესახებ განთავსებულია შსს-ს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.


Share.

Comments are closed.