ელიას მთაზე სამონასტრო კომპლექსისკენ მიმავალი გზის დაგება მიმდინარეობს

0

13804_904355092958944_1493308924218083286_nბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის მონასტრისკენ მიმავალი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. მათ ახლად დაგებული რიყის ქვაფენილი ფეხით გაიარეს. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული, იგება კილომეტრი და სამასი მეტრი მონაკვეთის რიყის ქვაფენილი, რომელიც ბეტონის ჩარჩოშია ჩასმული.

ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,მამისონმა’’ გზის საფარის დაგება იანვრის დასაწყისში დაიწყო, ამ ეტაპზე სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია. მშენებლობა, რომელსაც  პროექტით გაწერილი სამას ოცი ათასი ლარი მოხმარდება აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება.

გზის საფარის დაგების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მხრიდან მოხდება მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გარე განათების მოწყობა, დამონტაჟდება თანამედროვე, ეკონომიური ლედ-ნათებები.


Share.

Leave A Reply