რამ გადააწყვეტინა გიგა ლაზარეიშვილს სასულიერო სემინარიაში ჩაბარება

0

giga1„მისტერ შარმი“, „მისტერ ტელეგენურობა“, „მისტერ სპორტული“, „მისტერ ინტერნეტი“, „მისტერ ინტელექტი“ და ემიგრანტების რჩეული – ეს იმ ნომინაციების ჩამონათვალია, რაც 14 თებერვალს „მისტერ ვალენტინზე“ ბოლნისელმა გიგა ლაზარეშვილმა მიიღო.

გიგა 1991 წლის 19 სექტემბერს ქალაქ ბოლნისში დაიბადა, დაამთავრა #1 საჯარო სკოლა და სწავლა სასულიერო აკადემიაში ხატწერის ფაკულტეტზე განაგრძო. ნიჭიერი მხატვრის გარეგნობა უყურადღებოდ არავის დარჩენია და პირველ ფოტოს, რომელიც გიორგი წიკლაურმა გადაუღო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ იყო მიწვევები, სააგენტოების შეთავაზებები და „მისტერ ვალენტინი“, რაზეც თავად ისაუბრებს.
_ ვსწავლობ სასულიერო აკადემიაში ხატწერის ფაკულტეტზე, პროფესიით მხატვარი ვარ. წელს აკადემიური ავიღე, რადგან უამრავი გადაღება მაქვს, რეკლამები, ფოტოსესიები, ამიტომ დროებით შევჩერდი, სექტემბრიდან კვლავ გავაგრძელებ სწავლას.
_ ვისი რჩევით ჩააბარე სასულიეროში?
_ რადგან ბავშვობაში კარგად ვხატავდი, დედაჩემმა სამხატვროზე ჩაბარება მირჩია, ერთხელ ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი იყო მობრძანებული ჩემთან, დაათვალიერა ნახატები, დამლოცა და მითხრა, შენგან კარგი ხატმწერი დადგებაო. სწორედ ამან გადამაწყვეტინა სასულიეროში ჩაბარება.
_ რა თემაზე ხატავ?
_ ძირითადად ვხატავ იმას, რასაც წაიკითხავ, არ მიყვარს პეიზაჟები, აბსტრაქციებს ვანიჭებ უპირატესობას.
_ გამოფენას თუ გეგმავ?
_ ვგეგმავ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი როდის, ალბათ შემოდგომაზე.
_ ძალიან კარგი. ახლა მთავარ თემას დავუბრუნდეთ, როგორ მოხვდი „მისტერ ვალენტინზე“?
_ არასოდეს მიფიქრია, რომ ამ კონკურსზე მოვხვდებოდი. გასული წლის გამარჯვებულმა თორნიკე ტყემალაძემ დამირეკა და მითხრა მიმეღო მონაწილეობა. უარი ვუთხარი, მაგრამ შერჩევის ბოლო დღეს ისევ დამირეკეს და დავთანხმდი, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა. არ დავაკონკრეტებ რატომ, უამრავი მიზეზის გამო და მართალიც ვიყავი, შევცდი რომ გავედი, მსგავს კონკურსზე არასდროს გავალ. ეს არის ძალიან დაბალი დონის, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ნომინაცია მე ავიღე, მაინც არ მომეწონა. ჩემი ადგილი იქ არ იყო.
_ ვერ დამიკონკრეტებ, რა არ მოგეწონა?
_ უსამართლოდ იყო არჩეული „მისტერ ვალენტინი“, პრიზების გაცემა და ა.შ.
_ ფულადი პრემია თუ იყო?
_ კი, 500 ლარი ვიცე „მისტერ ვალენტინმა“ მიიღო.
_ ვინ გამზადებდათ, ვისი იდეა იყო და რამდენი ხანი მიმდინარეობდა მომზადების პროცესი?
_ გვამზადებდნენ ბესტ მოდელსში, თათა და ვიკა ლემონჯავები და კახა ხაბეიშვილი. მზადება ორი კვირა მიმდინარეობდა. იდეა ეკუთვნოდა გია ჯაჯანიძეს.
_ როგორც ვიცი სამოდელო-სააგენტოს სახეც იყავი.
_ კი, ჩემი უახლოესი მეგობრის დიზაინერ მარიტა მამუჩაშვილის სახე ვიყავი. ჩემი ფოტოები „ვოგშიც“ გააგზავნეს. მას შემდეგ უამრავი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ეს ჩემი პროფესია არაა, ამიტომ უარს ვეუბნები ყველას. მარიტა კი კანადაში მიიწვიეს ფეშენ ვიკზე.
_ ახლა რა გეგმები გაქვს?
_ როგორ გითხრათ, შემოთავაზება ბევრია. „მუზიკ ბოქსის“ დირექტორმა ლიზა ვადაჭკორიამ თანამშრომლობა შემომთავაზა, იმედმა დილის წამყვანობა, მეტრომარტმა რეკლამა, მაღაზია „ავანგარდმა“ მისი სახე რომ გავხდე და ა.შ. ვემზადები საფრანგეთში წასასვლელად ია კიწმარიშვილთან ერთად…11007594_868941286482792_1466353146_n
_ როდის აპირებ წასვლას?
_ ჯერ არ ვიცი, ვვარჯიშობ ტრენაჟორებზე, შესაბამისი ტანი რომ მქონდეს.
_ იამ შემოგთავაზა წასვლა?
_ არა, მე ბათუმში გადავიღე ფოტოები პორტფოლიოსთვის, გავაგზავნე მილანის Elite model Look-ის სააგენტოში, საიდანაც მომივიდა დადებითი პასუხი, რომ კონკურსში უნდა მიმეღო მონაწილეობა, კონკურსი არ მაწყობდა, ამიტომ დავუკავშირდი იას, მან მირჩია, იტალიით რომ დავიწყოთ, გარეგნულად გავხარ იტალიელს და ვერ გავაკვირვებთ ვერავისო, ამიტომ საფრანგეთი ავირჩიეთ.

11005601_868941303149457_64144081_n_ მინდა წარმატებები გისურვო, უფლის წყალობა გქონოდეს და ყოველთვის ეამაყოს შენს ქალაქს და ქვეყანას შენით.

_ დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის.

დარეჯან ოქრუაშვილი

გაზეთი „ბოლნისი”

10 მარტი, 2015წ.


Share.

Comments are closed.