ჯანდაცვის მინისტრის პრესკონფერენცია C ჰეპატიტის ელიმინაციაზე

0

11075142_958870867465913_3115315956799117987_oდღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, დოკუმენტს ხელი 21 აპრილს მოეწერება და პროექტი ხელმოწერიდან უახლოეს დღეებში ამოქმედდება. 21 აპრილს ხელი მოეწერება ხელშეკრულებას და ხელმოწერიდან უახლოესი დღეების განმავლობაში უკვე პირველი პარტია შემოვა, იმ 5000 (ხუთი ათასი) ადამიანის სამკურნალოდ, ვისაც კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად სჭირდებადა,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრმა პროექტის ელიმინაციის ფარგლებში პაციენტთა და საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, აუცილებელია, პაციენტები ფლობდნენ ინფორმაციას, თუ რა შედეგის მომტანია მკურნალობა. „C ჰეპატიტის მქონე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ მკურნალობის შედეგად ღვიძლის ფუნქცია მყისიერად და სრულად ვერ დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას. ეს არის ინფექციის მოსპობა და არა საკუთრივ ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება“,- აღნიშნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და განმარტა, რომ აუცილებელია, პაციენტებმა მკურნალობის პარალელურად დაიცვან რეჟიმი. „ბევრია შემთხვევა, როცა ადამიანებმა, იმ იმედით, რომ დაიწყებენ მკურნალობას, ხელი აიღეს რეჟიმის დაცვაზე. ღებულობენ ალკოჰოლს, არ იცავენ საბაზო პრინციპებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია და მათი ასეთი დამოკიდებულება არის ფატალური მიდგომა, დიდი რისკების შემცველი“.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პრესკონფერენციას არასამთავრობო ორგანიზაცია „C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი ირაკლი იმნაიშვილი დაესწრო. მან პირად მაგალითზე, მკურნალობის პარალელურად ჯანსაღი ცხოვრების წესისა და რეჟიმის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი იმნაიშვილის თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის აუცილებელია, ვირუსის მქონე პირებმა გაცნობიერონ მათ წინაშე არსებული მდგარი პრობლემა, უარი თქვან ალკოჰოლზე, დაიწყონ ცხოვრების ჯანსაღი წესისა და რეჟიმის დაცვა დაუყოვნებლივ „ჰეპატიტთან ბრძოლა ყველამ უნდა დაიწყოს ახლავე. არჩევანი მარტივია – ან ჩვენ ვახდენთ C ჰეპატიტის ელიმინაციას, ან C – ჩვენს ელიმინაციას“.
ირაკლი იმნაიშვილმა საზოგადოებისა და C ჰეპატიტის ვირუსის მქონე პირთა ოჯახის წევრებსაც მიმართა და ვირუსის ელიმინაციის პროექტის ფარგლებში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.


Share.

Leave A Reply