„ლოგომედის“ სპეციალისტები ბოლნისში გამოკვლევებს ჩაატარებენ

0

1427052093_img_879226 აპრილს ბოლნისის მუნიციპალიტეტს კორექციის ცენტრ „ლოგომედის“ სპეციალისტები ეწვევიან და ბოლნისელ ბავშვებს გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედის“ ინიციატივით ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის ხორციელდება მეტყველების დარღვევის უფასო დიაგნოსტირება და გასინჯვა.
„ლოგომედის“ სპეციალისტები მშობლებს მიაწვდიან ინფორმაციას მკურნალობის იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ბავშვებში მეტყველებასთნ დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. ზრდასრულ კონტინგენტს კი მეტყველების დეფექტების გამომწვევი მიზეზების დასაძლევად საჭირო გეგმას გააცნობენ.

„ლოგომედის“ სპეციალისტთა ჯგუფი უკვე იმყოფებოდა ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში. სპეციალისტები ამჯერად ბოლნისს ეწვევიან და წინასწარ შერჩეულ კონტიგენტს, რომელთაც აღნიშნული მიმართულებით პრობლემები აქვთ, გასინჯავენ და  შესაბამის რეკომენდაციებს მისცემენ.

გამოკვლევებს დაესწრებიან შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები და სპეციალისტები, რომლებიც კონტიგენტთან სამომავლო ურთიერთობის კონკრეტულ ღონისძიებებს განსაზღვრავენ.

გასინჯვა-დიაგნოსტირება ბოლნისის მუნიციპალიტეტის შენობის მეორე სართულზე არსებულ საკონფერენციო დარბაზში დილის ათი საათიდან დაიწყება.

მედიკოსების განცხადებით, დღეს მეტყველების დარღვევები წარმოადგენს ისეთი სერიოზული ფსიქოსომატური ტიპის დარღვევის პირველ კლინიკურ სიმპტომს, როგორებიცაა: მეტყველების ფუნქციის ზოგადი განუვითარებლობა, მეტყველების რეცეპტული დარღვევა, აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის მოშლილობანი და ლოგონევროზი.


Share.

Leave A Reply