„არავის ეგონოს, რომ ჩვენ უცხო ქვეყნის შვილები ვართ, დარწმუნებული ვარ ეს დროებითია და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით”

0

1959229_777326045675097_5323438558441186310_nრუბრიკა ,,ქართველები საზღვარგარეთ’’ წარმოგიდგენთ  ბოლნისელ თამუნა ბერიძეს, რომელიც წლებია ოჯახთან ერთად პარიზში ცხოვრობს  და უზომოდ ენატრება თავისი ქვეყანა.

 

_ მივესალმები ჩემს უსაყვარლეს ბოლნისს და ბოლნისელებს, ყველანი ძალიან მიყვარხართ. დავიწყებ იქიდან  რომ 2011 წლის 23 ნოემბერს საქართველოს დატოვება პირადი პრობლემების გამო მოგვიხდა, დეტალების აღწერა არ შემიძლია, ბოდიშს გიხდით. 2011 წლის 16 დეკემბრამდე ვიყავით პოლონეთში, 17 დეკემბერს კი სიყვარულის ქალაქად წოდებულ ,,პარიზში’’ ჩამოვედით.

_ როგორ ცხოვრობთ პარიზში?რეკლამა

_ თავიდან პრობლემები გვქონდა ენის ცოდნასთან დაკავშირებით, მაგრამ უფლის წყალობით და კეთილი ხალხის დახმარებით, იოლად გავართვით თავი ყველაფერს. დავიწყეთ ფრანგული ენის შემსწავლელ კურსებზე სიარული და უკვე კარგად ვსაუბრობთ ფრანგულად. სახელმწიფომ მოგვცა საცხოვრებელი ადგილი, გვეხმარება  ფინანსურად, დიდ ყურადღებას აქცევენ ბავშვებს, 3 უცხო ენას ეუფლებიან: ფრანგულს, ესპანურს და იგლისურს, თუმცა ქართულს არ ვავიწყებთ. ყოველ დილას ლოცულობენ, მერე საბავშვო სახარებას კითხულობენ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი საცხოვრებლის დირექტორს ქალბატონ ელიზას, სოციალურ მუშაკს ქალბატონ მირელს, რადგან ყველანაირად გვეხმარებიან და გვიდგანან მხარში. მადლობა  საფრანგეთის მთავრობას და სარტროუვილეს მუნიციპალიტეტს.

10553816_733434680064234_6183163341328753429_o_ ბევრი ხართ ემიგრანტი ქართველები?

_ კი, ძალიან ბევნი ვართ. დასახლება და ქალაქი არ არსებობს საფრანგეთში, სადაც ქართველი არ ცხოვრობდეს. ემიგრანტობა ადვილი არ არის, მუდამ გვაწუხებს სამშობლოსა და საყვარელი ადამიანების ნოსტალგია. ეს არის ყველა ემიგრანტის გულის ტკივილი და სადარდებელი.

_ აუწყვეთ ფეხი ფრანგულ ცხოვრებას?

_ კი, ძალიან შევეჩვიეთ. აქაური ცხოვრების რიტმი უქმად ყოფნის დროს არ გვაძლევს, ყოველი წუთი და წამი გათვლილი გვაქვს. თავისუფალი დროს ოჯახთან ერთად ვტკბებით პარიზის ულამაზესი ადგილების სანახაობით  და ღირსშესანიშნაობებით, რომელიც არ აკლია ამ ულამაზეს ქალაქს.

_ ჩამოსვლაზე არ ფიქრობთ?1926921_816776955063339_1618867209883352085_n

_ ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე არ შეგვიძლია საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება და მერე, როცა კარგად იქნება ყველაფერი… უფლის წყალობით დრო გვიჩვენებს. გვენატრება საქართველო, გვენატრება და თან ძალიან მაგრად. არ მინდა ცუდად გამიგოთ, მაგრამ რეალობაა, საფრანგეთი ჩვენი მეორე სამშობლოა. მესამე შვილი, პატარა ილია აქ შეგვეძინა. მამა ანტონმა ჩაატარა ნათლობის რიტუალი და ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია  მეორე ბრძანდება ილიას ნათლია. დიდი მადლობა მინდა  გადავუხადო წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარს არქიმანდრიტ მამა ანტონ კანდელაკს, რომელიც არის  უაღრესად კეთილშობილი და ღვთის მოსავი ადამიანი.  მამაო  სულ ცდილობს აქ მცხოვრებ ქართველებს შორის არ განელდეს სითბო, სიყვარული და ურთიერთ  მხარდაჭერა.

_ და ბოლოს, რას დაამატებდი და რას ისურვებდი.

_ მინდა გითხრათ, არავის ეგონოს, რომ ჩვენ უცხო ქვეყნის შვილები ვართ, დარწმუნებული ვარ ეს  დროებითია და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით. ყველას გკოცნით და გეფერებით. ვისურვებდი ყველა ქართველი დაბრუნებოდეს თავის სამშობლოს.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.