„აქ ყველა ნიუანსი ჩემია, მოსწონს ხალხს და ეს დიდ სტიმულს მაძლევს“ – გაიცანით, მარინა ღორთლიშვილი

0

ახალი კადრი

11160290_774852975962780_1844269461_n„აქ ყველა ნიუანსი ჩემია, მოსწონს ხალხს და ეს დიდ სტიმულს მაძლევს“, – აღნიშნა პროფესიით ლანდშაფტის დიზაინერმა და მხატვარმა მარინა ღორთლიშვილმა, რომელმაც გასულ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს პროექტი წარუდგინა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ჯიშის მრავალწლიანი და ყინვაგამძლე ყვავილებით გალამაზება შესთავაზა.

„გავიგე, რომ მუნიციპალიტეტში გამწვანების სამსახური იქმნებოდა, მე როგორც ლანდშაფტის დიზაინერმა პროექტი მოვამზადე და გამგებელს წარვუდგინე. როდესაც გამწვანების სამსახურმა ფუნქციონირება დაიწყო გამომიძახეს და სპეციალისტად დამნიშნეს. ეს არის ჩემი სამყარო, მიყვარს ჩემი საქმე და მის გარეშე არ შემიძლია“, _განაცხადა bolnisi.ge-თან მარინა ღორთლიშვილმა.

გაიცანით, მარინა ღორთლიშვილი.


Share.

Comments are closed.