ბოლნისში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

0

N139045845408369917 ივლისს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ოფისში, მიიღეს შეტყობინება მოქალაქის საკუთრებაში მყოფი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სავარაუდოდ ცოფით დაავადების თაობაზე.

21 ივლისს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე დადგინდა ცოფი, რის შედეგადაც ცოტნე დადიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე  კარანტინი გამოცხადდა.

ალექსანდრე ლომსაძე, ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ოფისის ვეტერინარიის სამსახურის სპეციალისტი:

– ერთ ერთი მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე გავედით შემთხვევის ადგილზე, ვნახეთ ცხოველი, დავაკვირდით და ცოფზე საეჭვოდ მივიჩნიეთ. ჩვენი მოთხოვნით, დაკვირვების მიზნით, დავაბმევინეთ საქონელი და დაველოდეთ მოვლენებს, სამწუხაროდ, პირუტყვი დაიღუპა. ამის მერე ანალიზის ასაღებად გავედით ადგილზე, პირუტყვს მოვაჭერით თავი და ლაბორატორიაში გამოსაკვლევად წავიღეთ. უსაფრთხოების მიზნით, ცხოველის დაცემის ადგილზე, მოხდა სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ტერიტორიის გაწმენდა-დამუშავება, შემთხვევის ადგილიდან 2-3 კილომეტრის რადიუსზე გამოცხადდა კარანტინი და სახელმწიფო პროგრამით ცხოველებში მიმდინარეობს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ა.ა.ი.პ. ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციულ მედიცინის ცენტრის“ დირექტორი მაკა მამარდაშვილი:

– მიმდინარე წლის 21 ივლისს ა.ა.ი.პ. ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციულ მედიცინის ცენტრში“ შემოვიდა შეტყობინება სურსათის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სამსახურიდან ქალაქ ბოლნისში პირუტყვის ცოფით გარდაცვალების შესახებ (ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა). ჩვენი სამსახურის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილზე გასვლა და ეპიდკვლევა. რის შემდგომაც გამოირკვა რომ ცოფით დაავადებულ ცხოველს უვლიდნენ ოჯახის წევრები, რომელთაც დაეწყოთ ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ოჯახის უფროსი, რომელიც ასევე უვლიდა საქონელს იმყოფება დასავლეთ საქართველოში სამუშაოდ და მას იქ უტარდება ანტირაბიული ვაქცინაცია ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეთვალყურეობით. ასევე, ბოლნისის სჯც–ის მიერ დაწესდება ცოფით დაავადებულ პირუტყვთან კონტაქტში (მოვლა) მყოფი პიროვნებების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებაზე  მეთვალყურეობა.

ცოფი ძალიან მძიმე ვირუსული დაავადებაა. ადამიანის დასნებოვნება შეუძლია დაავადებულ ძაღლს, კატას, მელიას, მგელს, ძროხას, ცხენს, ფრინველებსაც კი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ადამიანისგან ინფიცირებაა გამორიცხული.

ცოფის ვირუსი გარემოში დაავადებული ცხოველის ნერწყვთან ერთად გამოიყოფა და დაკბენილის ორგანიზმში ჭრილობიდან ან ლორწოვანი გარსიდან ხვდება. ნაკბენი ნებისმიერ შემთხვევაში სახიფათოა, ვინაიდან შესაძლოა, კბენის მომენტისთვის ცხოველს ჯერ კიდევ არ ეტყობოდეს დაავადების გარეგნული ნიშნები.

ცოფი  მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც წარმოიქმნება დაზიანებულ  კანზედაინფიცირებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით. ხასიათდება თავისებურიენცეფალიტის განვითარებითა და სასიკვდილო გამოსავლით.

ცოფის გამომწვევი მიეკუთვნება რაბდოვირუსების ჯგუფს. პათოგენურია მრავალი თბილსისხლიანი ცხოველისთვის, რომლებიც ნეწყვთან ვირუსის გამოყოფას იწყებენ  კლინიკური სიმპტომების გამოვლინებამდე 7-8 დღით ადრე.

ცოფის  ვირუსი დაზიანებული კანიდან შეჭრის შემდეგ აღწევს თავის ტვინს, იწვევს მასში შეშუპებას, სისხლჩაქცევას და ნერვული უჯრედების დეგენერაციას. ვირუსები ხვდება აგრეთვე სანერწყვე ჯირკვლებში და ნერწყვთან ერთად გამოიყოფა გარემოში.

ცოფით დასნებოვნება ხდება ცოფით დაავადებული ცხოველების მიერ ადამიანის კბენის ან კანისა და ლორწოვანის დანერწყვის შედეგად (განსაკუთრებით მათზე ნაჭდევებისა და ნახეთქების არსებობისას). დაავადებისეპიდემიოლოგიაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვთ ძაღლებს; ინფექციისრეზერვუარი, ასევე შეიძლება იყოს მგლები, მელიები, კატები. განსაკუთრებით საშიშია თავის, სახის და კისრის არეში კბენა; ასეთ შემთხვევებში ინკუბაციური პერიოდიმოკლდება და კლინიკური სიმპტომებიც უფრო მძაფრად ვლინდებიან.

ინკუბაციური პერიოდიგრძელდება 7 დღიდან ერთ წლამდე (ხშირად 1 – 3 თვე). გამოყოფენ წინამორბედ, აგზნებისა და დამბლის სტადიებს. წინამორბედი სტადია გრძელდება 1 – 3 დღე. ამ პერიოდში ავადმყოფს უჩნდება უსიამოვნო შეგრძნებები ნაკბენის ან დანერწყვის ადგილზე (წვა, ქავილი), თუმცა ჭრილობა უკვე დანაწიბურებულია, აღინიშნება უმიზეზი შფოთვა, დეპრესია, უძილობა. აგზნების სტადია ხასიათდება ჰიდროფობიით, აეროფობიითა და მომატებული მგრძნობელობით. ჰიდროფობია (წყლის შიში) ვლინდება იმით, რომ წყლის დალევის მცდელობისას, შემდეგში კი ტუჩებთან ჭიქის მახლოებითაც კი ავადმყოფს უვითარდება ხახისა და ხორხის კუნთების კრუნჩვითი შეკუმშვები, სუნთქვა ხდება ხმაურიანი, ხანმოკლე კრუნჩხვითი ჩასუნთქვებით, შესაძლებელია სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება. კრუნჩხვები შესაძლოა განვითარდეს სახეში ჰაერის შებერვისას; სხეულის ტემპერატურა სუბფებრილურია; აღინიშნება ნერწყვის გამოყოფის გაძლიერება, ავადმყოფი ვერ ყლაპავს ნერწყვს და მუდმივად აფურთხებს. აგზნება მატულობს, წარმოქმნება სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები. ზოგჯერ ვითარდება აგრესიული მოქმედებები. 2-3 დღის შემდეგ აგზნება იცვლება კიდურების, ენის, სახის  კუნთების დამბლით. სიკვდილი დგება დამბლის გაჩენიდან 12 – 20 საათის შემდეგ. მიმდინარეობის მიხედვით გამოყოფენ ბულბარულ ფორმას მოგრძო ტვინის დაზიანების გამოხატული სიმპტომებით, პარალიზურს (იწყებადამბლით, ზოგჯერ ლანდრის ტიპის) და ნათხემოვანს, ნათხემის დარღვევებით.

ცოფის დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ტეტანუსთან; ენცეფალიტებთან, ენცეფალომიელიტთან, ისტერიასთან. ავადმყოფის სიკვდილის შემდეგ დიაგნოზიდასტურდება თავის ტვინის ჰისტოლოგიური გამოკვლევით.

ცოფის კლინიკური სიმპტომების გაჩენის შემდეგ ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდება.

ცოფის პროფილაქტიკისთვის საჭიროა ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ცხოველებთან და მისი თავიდან აცილება ადამიანებში. კბენის შემთხვევაში ჭრილობას რეცხავენ საპნიანი წყლით, მიწვავენ იოდით. აცრები და სეროთერაპია ტარდება სპეციალურ პუნქტებში სპეციალური სქემის მიხედვით.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ ამ ეტაპისათვის ქვეყნის მაშტაბით ვაქცინირებულია 99 042 ძაღლი და კატა. წლის ბოლომდე დაგეგმილია 250 000 ცხოველის ვაქცინაცია.

2015 წელს 2014 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატა ცხოველებში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებულმა შემთხვევებმა. კერძოდ: 2014 წლის 6 თვის განმავლობაში ცოფი დაფიქსირდა 34 ძაღლის, 25 მსხვილფეხა, 1 წვრილფეხა, 2 გარეული ცხოველის პათ მასალაში, ხოლო მიმდინარე წელს (6 თვეში) ცოფი ლაბორატორიულად დადასტურდა 23 ძაღლის, 36 მსხვილფეხა, 1 წვრილფეხა პირუტყვის, 2 ცხენის, 1 ღორის პათმასალაში.
სასოფლო სამეურნეო ცხოველებში ცოფის შემთხვევების მატების ძირითადი მიზეზი გარეული და მაწანწალა ცხოველების სასოფლო სამეურნეო ცხოველებზე თავდასხმის ფაქტების გაზრდაა.
შინაურ ხორცისმჭამელ ცხოველებში ცოფის გამოვლინება შარშანდელ პერიოდთან შედარებით დაიკლო 32,3%-ით, რაც განპირობებულია 2014 წელს ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური პროფილაქტიკური ვაქცინაციით. 2014 წელს ცოფზე პროფილაქტიკის მიზნით ვაქცინირებულია 237 099 ძაღლი და კატა


Share.

Comments are closed.