„სარეპეტიციო დარბაზში სულ სხვა სუნს ვგრძნობ… ვხვდები, რომ ეს ჩემი სამყაროა,“- ბოლნისელი მოცეკვავე სუხიშვილებში

0

წარმატებული

10384811_670094536401213_5998001364438449397_n„როდესაც რეპეტიციებზე მივდივარ, ყველაფერი მავიწყდება, სარეპეტიციო დარბაზში სულ სხვა სუნს ვგრძნობ. ვხვდები, რომ ეს ჩემი სამყაროა. ვერ წარმომიდგენია თავი ცეკვის გარეშე. ჩემთვის ცეკვა ყველაფერია, მართალია სამომავლოდ იურისტობას ვაპირებ, მაგრამ  ჯერ ცეკვაა, მერე სხვა დანარჩენი“, -ამბობს ანი ონიანი.

პირველად იყო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ორბი“, შემდეგ „იმედი“, ახლა კი სუხიშვილები. ბოლნისელი ანი ონიანი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა და საკმაოდ საინტერესო და ბევრი ბავშვისთვის საოცნებო გზა განვლო ქორეოგრაფიული თვალსაზრისით. დედის ოცნება იყო მისი შვილი კარგი მოცეკვავე ყოფილიყო და ამისათვის ყველაფერს აკეთებს.

,,ეს გოგონა აუცილებლად იცეკვებს დიდ სცენაზე’’-აღნიშნა ერთ-ერთი რეპეტიციის დროს ნინო რამიშვილმა.

„ცეკვის ნიჭი ორი წლის ასაკში შევამჩნიე, ოთხი წლიდან ანსამბლ „ორბში“ მივიყვანე, სტუდიის დამთავრების შემდეგ გადავიყვანე ანსამბლ „იმედში,“ დღეს კი ანი სუხიშვილებში ცეკვავს, არის დუბლებამდე ჯგუფში. ეს იყო ჩემი ოცნება, რომლის ასახდენადაც ყველაფერს ვაკეთებდი, თუმცა მხოლოდ ოცნება ვერაფერს უზამდა, რომ არა მისი გენეტიკური ნიჭი. ანის ბაბუა ლადო გაგნიძე ჯერ სუხიშვილებში, შემდეგ კი ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდა.  ანის წარმატება კი მისი ყოფილი ქორეოგრაფების გია დავითაშვილის, ხათუნა ჯოხაძის, ნუნუ ღვინერიას, ჯემალ რეხვიაშვილისა და ამჟამინდელი პედაგოგის ნინო ნიკოლაიშვილის დამსახურებაა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ,“ – აღნიშნა ეკა ჩაგელიშვილმა.

ანისთვის ცეკვა ყველაფერია, ეს არის მისი სამყარო, მისი ოცნება. წლების განმავლობაში  თბილისში ცხოვრობდა. ბოლნისში გადმოსვლის შემდეგ დედაქალაქში რეპეტიციებზე სიარული გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც ერთ-ერთი აქტიური და საუკეთესო მოცეკვავეა. მისი ოცნებაა იცეკვოს დიდ სცენაზე.

ანი ნიჭიერი, ფრიადოსანი და გამორჩეულია. სხვადასხვა კონკურს-ფესტივალში მიღებული აქვს ლაურეატის დიპლომი და საპატიო სიგელები.

მოწესრიგებული, მეგობრული, ერთგული, მოსიყვარულე, სკოლის საამაყო მოსწავლე – ასე ახასიათებს ანის №5 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი მანანა შეყილაძე.

ანი სკოლასა და ცეკვას თეატრალურ ცხოვრებასაც უთავსებს და ბოლნისის ჩრდილების თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია.

ნინო კარგარეთელი

10262235_670111089732891_3584293901557911204_n 11082524_946227912121206_7322694828288918400_n 11124193_894454350643975_1952006395_n 11733319_894454337310643_1835824959_n 11733505_894454343977309_1277837853_n 11733390_894454317310645_67591851_n 11739629_894454327310644_903055294_n 11748680_894454320643978_1204971090_n 11753813_894454353977308_1813660724_n


Share.

Comments are closed.