ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვა-გამოკვლევები ჩაუტარდება

0

12036969_1060893493930316_1419931417266758813_nსსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით მიმდინარე წლის 26-27 სექტემბერს ჩატარდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვა-გამოკვლევები.

აღნიშნული აქცია ტარდება „ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებში გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ადგილობრივი რისკ-ფაქტორების განსაზღვრისა და შეფასების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1973 განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისად და მასში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის თანამშრომლები და ბერძნული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატეს“ ექიმ-სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამედიცინო გუნდი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის და სოფელი ბალიჭის მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები და საჭიროების შემთხვევაში ცალკეული ინსტრუმენტული (ეკგ, ექოსკოპია) და ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდება 26 და 27 სექტემბერს ( 26 სექტემბერს ოჯახის ექიმის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის და ექიმი რადიოლოგის კონსულტაციები, ხოლო  27 სექტემბერს ოჯახის ექიმის, ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის და ექიმი რადიოლოგის კონსულტაციები).

ექიმები განთავსდებიან დაბა კაზრეთში ყოფილი პოლიცია/გამგეობის შენობაში.

მიღების საათები: 11 სთ-დან  17 საათამდე.


Share.

Comments are closed.