დროული ვაქცინაცია თქვენი შვილების ჯანმრთელობის საწინდარია!

0

vaccination-744x302ა.ა.ი.პ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრი  გილოცავთ 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებას და სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით   კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ასევე ეპიდემიის დაწყების  თავიდან აცილების მიზნით,  საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია (სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში)  რომელიც აუცილებელია  როგორც საკუთარი, ასევე სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად .

აქვე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს უკრაინაში დადასტურდა, მწვავე დუნე დამბლის 2 შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო ვაქცინა-დერივატული პოლიოვირუსის 1-ლი ტიპით, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში უკრაინიდან შემოსულ მგზავრთა რაოდენობას – სხვადასხვა სასაზღვრო გამსვლელი პუნქტების საშუალებით, რომელიც შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ყოველკვირეულად დაახლოებით 2500 მგზავრს შეადგენს  საქართველოს ტერიტორიაზე პოლიომიელიტის ვირუსის შესაძლო იმპორტის რისკი რეალურად არსებობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე პოლიომიელიტის, წითელას  და ასევე, სხვა ვაქცინაციით მართვადი  დაავადებების (დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა,   წითურა, ყბაყურა) პრევენციის მიზნით, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების სათანადო პერსონალმა,     გთხოვთ უზრუნველყოთ:

– აღსაზრდელებისა და მოსწავლეების მისაღებად  დამტკიცებული  დოკუმენტაციის ჩამონათვალში, კონკრეტულად ფორმა 100/ა  „ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“,  პუნქტში,  „ინფორმაცია ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ“ მონაცემებისგადამოწმება  ასაკობრივად ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ და აცრების არ ჩატარების/გადავადების შემთხვევაში,  მიზეზი/ სამიდიცინო უკუჩვენება, თუ რის საფუძველზე არ ჩატარდა კონკრეტული აცრა;

– სააღმზრდელო დაწესებულებებში (ბაღებში) სათანადო პერსონალის მიერ   მოხდეს აღსაზრდელის აცრის სტატუსის გადამოწმება და მშობლისათვის ინფორმაციის მიწოდება ჩასატარებელი პროფილაქტიკური აცრების შესახებ;

– მშობლებმა დროულად უზრუნველყონ ბავშვის ვაქცინაციის სტატუსის გადამოწმება და ასაკის შესაბამისი აცრების ჩატარება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში;

–  ასევე  აცრების შესახებ სათანადო ინფორმაციის  წარდგენა  საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების  მოთხოვნის შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე  მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე  წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით ხორციელდება 30  წლამდე ასაკის არავაქცინირებული  პირების ერთჯერადი უფასო ვაქცინაცია წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით.

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული  და პრეკვალიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა, მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა და/ან კომპანიისა, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების მაჩვენებლით.

შეგახსენებთ, რომ  აცრები  უფასოა, რადგან ამ ვაქცინის ღირებულებას სრულად ფარავს სახელწიფო იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


Share.

Comments are closed.