ეფრემ ურუმაშვილი ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრად აირჩიეს

0

წარმატებული ბოლნისელი

6984პარლამენტმა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრები აირჩია.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა საბჭოს წევრობის კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე უყარეს.

მიღებული გადაწყვეტილებით, საბჭოს წევრები გახდნენ: ეფრემ ურუმაშვილი ხუთი წლის ვადით, ხოლო ეკატერინე გალდავა, ირაკლი კოვაზანაძე და საშა ტერნესი შვიდი წლის ვადით.

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონით, საბჭოს შემადგენლობა შვიდი წევრისგან შედგება, რომელთაგან მთავრობა ხუთ წევრს პარლამენტს წარუდგენს, ერთ წევრს საბჭო ირჩევს, ხოლო ერთი წევრის პოსტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაიკავებს.

ეფრემ ურუმაშვილს აქვს, როგორც საგადასახადო, ასევე ფინანსური აღრიცხვის კუთხით მუშაობის  მრავალწლიანი გამოცდილება. იგი შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ პარტნიორი  2010 წლის 06 ოქტომბრიდან გახდა. შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებში“ საქმიანობის დაწყებამდე 1999-2000 წლებში ბატონი ეფრემი გახლდათ „თბილკომბანკი“-ს ფილიალის  მთავარი ბუღალტერი. ეფრემ ურუმაშვილი მუშაობდა სს „საქართველოს ბანკ“-ში სხვადასხვა თანამდებობებზე, კერძოდ 2000- 2005 წლებში იყო საფინანსო დეპარტამენტის საგადასახადო განყოფილების უფროსი, 2005-2007 წლებში – საფინანსო დეპარტამენტის საბუღალტრო და საგადასახადო განყოფილების  უფროსი, ხოლო  2007-2010 წლებში ფინანსური დირექტორის მოადგილე, საგადასახადო მიმართულებით.

ეფრემ ურუმაშვილმა დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ,,აღრიცხვის, ანალიზის და აუდიტის“ სპაეციალობით და ფლობს ბალკალვრისა და მაგისტრის ხარისხებს.
2008 წელს მონაწილეობდა ამსტერდამში IBFD (www.IBFD.org) ორგანიზებულ სემინარში OECD ტიპის მოდელის ხელშეკრულებების დაბეგვრის საკითხებზე.
2003-2004 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის ტექნიურ უნივერსტეტში საბანკო საქმის მიმართულებით.
ეფრემ ურუმაშვილი 2005-2010 წლებში გახლდათ საქართველოს ბანკების ასოციაციაში  ეკონომიკისა და საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე. ამავე პერიოდში იყო ასევე პარლამენტის „საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან“ არსებული საგადასახადო კოდექსის ცვლილებებზე მომუშავე ექსპერტთა კომისიის წევრი.

2010 წლიდან ეფრემ ურუმაშვილი არის ბიზნესმენთა ასოციაციის საგადასახადო კომიტეტის წევრი და „საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი.

2012 წლიდან ეფრემ ურუმაშვილი გახლავთ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო კოდექსის განმარტებების კომისიის წევრი. 2013 წლიდან კი – ბიზნესმენთა ასოციაციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი „ფასიანი ქაღალდების კანონში“ ცვლილებებზე.
მის საქმიანობას წარმოადგენს საგადასახადო სფერო, რაც მოიცავს საგადასახადო სამართლისა და დაბეგვრის საკითხებს სრულად, ასევე საგადასახადო დავებს და ორმაგი დაბეგვრის ხელშკრულებებით გათვალისწინებულ თემატიკას; ამასთან საბაკო-საფინანსო მიმართულებით საოპერაციო რისკების ანალიზს და დაგეგმვას საგადასახადო რისკებთან მიმართებაში. 
თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 


Share.

Comments are closed.