ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ ბოლნისში მორიგი უფასო გამოკვლევები ჩაატარა

0

12179916_871283536319723_1292279048_nქვემო ქართლის გუბერნატორისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხადაჭერით, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის წამყვანმა სპეციალისტებმა ბოლნისის ახალ სამედიცინო ცენტრში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვა-გამოკვლევები უკვე მეორედ ჩაატარეს.

მხარის გუბერნატორმა ექიმთა ლიგას სთხოვა, რომ მისულიყვნენ თითოეული სოფლის ექიმამდე და მსოფლიოში არსებული მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და პრევენციის მეთოდები გადაეცათ.

ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ატოპიური დერმატიტი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, გასტროდუოდენიტი, საყლაპავის რეფლუქსი, თიაქარი, კანის დაავადებები და დისბაქტერიოზი,- ეს იმ დაავადებების ჩამონათვალია, რომლებზეც ექიმი ალერგოლოგი ბაია ბეზარაშვილი, დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე და გასტროენტეროლოგი პროფესორი ირაკლი ხმალაძე მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს უტარებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ექიმთა ლიგა უახლესი აპარატურით ემსახურება პაციენტებს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბაია ბეზარაშვილი:

– ძალიან დიდი პრობლემაა გამოხატული ბრონქიალური ასთმის, გასტროენტეროლოგიური და დერმატოლოგიური. ვატარებთ არაჩვეულებრივ კვლევას გარეგანი სუნთქვის ფუნქციის განსაზღვრის ანუ კომპიუტერული სპირომეტრის. ვცდილობთ დავეხმაროთ რეგიონს და ჩამოვდივართ იმ პროფილების ექიმებთან ერთად, რომელიც რეგიონს არ ჰყავს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ასთმის პროგრამას, რეგიონში ბევრი ადამიანია ამ პრობლემით და შესაბამისად ვცდილობთ ჩავუტაროთ სათანადო დიაგნოსტირება და მივცეთ სწორი მკურნალობის მიმართულება.

გასტროენტეროლოგი, პროფესორი ირაკლი ხმალაძე:

– მთავარი პრობლემა ის არის, რომ პაციენტებს უჭირთ ექიმთან მისვლა. ეს არის პირველ რიგში მატერიალური პრობლემები და მენტალიტეტი. ყველას ჰგონია, რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემა ისეთი დიდი პრობლემა არ არის როგორიცაა მაგალითად გული და თავი. არიან პაციენტები, რომელთაც წლების განმავლობაში აწუხებთ შეკრულობა ან ფაღარათი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში მოსახლეობამდე მივიტანოთ ინფორმაცია, რომ ამასთან თამაში არ შეიძლება და ეს შეიძლება გადავიდეს რთულ და შეუქცევად პროცესებში. ამიტომ, რაც ურო დროულად მოხდება დიაგნოსტირება, მკურნალობის შედეგიც შესაბამისი იქნება, ძალიან მინდა, რომ ეს პაციენტები თბილისშიც ჩამოვიდნენ, რათა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, ზუსტი დიაგნოზის საფუძველზე, მოხდეს მათი მკურნალობა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა ასოციაციამ შეძლო და საკმაოდ ხსირად ვატარებთ ასეთ აქციებს, მაგრამ სამწუხაროდ მარტო გასინჯვები არ კმარა.


Share.

Comments are closed.