ვინ ჩაუშალა თაფლობის თვე მაკა ცინცაძის პირად სტილისტს

0

 

პროფესიონალი

12007017_1657185351170809_574637910_nგაზეთი „ბოლნისი“ იწყებს ახალ რუბრიკას – პროფესიონალი, რომლის პირველი რესპონდენტი ბოლნისში დაფრთიანებული და ახლა უკვე პროფესიონალად ჩამოყალიბებული,  ყველასათვის საყვარელი დავით ფუტკარაძეა. დავითი  4 წელია რაც ჩვენი ქალაქიდან წავიდა და დიდ წარმატებებსაც მიაღწია. დღეს იგი GDS-ის ერთ-ერთი წამყვანი სტილისტია. თუ როგორ განვლო  არც თუ ისე ადვილი გზა, ამაზე თავად მოგვიყვება.

რამდენი წელია რაც სტილისტი ხარ და რატომ გადაწყვიტე, რომ ეს პროფესია აგერჩია?

-პირველ რიგში მინდა წარმატებები გისურვო. ძალიან მიხარია, რომ შენი რესპოდენტი ვარ, უკვე 13 წელია ვმუშაობ,  ყოველთვის მინდოდა სტილისტობა და თან მეხერხებოდა ბავშვობიდან.

– პირველი ვარცხნილობა, როდის გააკეთე?

-ეს იყო ჩემი მამიდაშვილი დიანა,  მთელი ბავშვობა მე ვუკეთებდი თმას და სულ გაწამებული მყავდა.

რამდენი წლის იყავი  სასწავლებლად რომ წახვედი და სად ისწავლე?12023096_1657186007837410_211244194_n

– თბილისში სალონ ,,ერაში’’ ვისწავლე შეჭრა, დანარჩენი  უკვე ვიცოდი, რადგან ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული.

-პირველად სალონი ბოლნისში გქონდა, პირველი კლიენტი ვინც ფული გადაიხა და რამდენი,  თუ გახსოვს?

– პირველი სალონი იყო –  ნინი.  თანხა და კლიენტი არ მახსოვს.

-ბავშვობაზე მითხარი რამე, ვიცი რომ აფხაზეთში, კერძოდ გაგრაში ცხოვრობდა შენი ოჯახი.

-გაგრაში ვცხოვრობდით. 6 წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო და ლტოლვილებად ვიქეცით. ჩემი ოჯახი ბოლნისში ჩამოვიდა საცხოვრებლად. მიუხედავად ლტოლვილობისა უმაგრესი ბავშვობა მქონდა. მშობლები ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, რომ არაფერი მოგვკლებოდა,  მინდა დიდი მადლობა გადავუხადო  მშობლებს იმ თავდადებისთვის და შრომისთვის, რასაც დღემდე აკეთებენ ჩვენთვის. დიდი მადლობა  რომ ასეთები ხართ, ალბათ მე ჩემს შვილს იმის ნახევარსაც ვერ მივცემ, რაც თქვენ მოგვეცით მე და ჩემს ძმას.

რამდენი  წელი იყავი ბოლნისში?

-9 წელი გავატარე ბოლნისში. ეს ჩემთვის დაუვიწყარი და შეუცვლელი წლებია თავისი კარგი თუ ცუდი ამბებით.

-რა გასწავლა ბოლნისმა და რას ნიშნავდა შენთვის  9 წელი?

12016486_1657183364504341_1252163867_n-ის დრო ჩემთვის ბევრს ნიშნავს. გაზრდას პიროვნულად თუ პროფესიულად. სიყვარულს, სიხარულს,  ყველაფერ კარგს.

-ერთი კონკრეტული ამბავი მომიყევი, რაც კარგად  გახსენდება.

-ბევრი მაქვს გასახსენებელი და  არ მინდა ვინმეს გული დავწყვიტო, ჩემთვის კლიენტურა ძალიან მნიშვნელოვანია, ვმეგობრობდით,  კარგი ურთიერთობები გვქონდა. ყველა გახარებული და კმაყოფილი გადიოდა. გავიხსენებ ერთ კურიოზს, როცა დავვოჯახდი და თაფლობის თვე მქონდა, ცოტა ხანი არ ვმუშაობდი, დაახლოებით დილის  8 საათია და ტელეფონი რეკავს, დავხედე, შორენა გაბრიჭიძე მირეკავს,  ხმა გავუთიშე და გავაგრძელე ძილი. ცოტა ხანში  ფანჯარასთან მესმის განწირული კივილი შორენასი – დათოო… გამიყვანა სამსახურში და ჩამიშალა თაფლობის თვე.

-თუ შეგიღებავს ისეთი ფერი, რომელიც მეორედ აღარ გამოგსვლია?12030884_1657185357837475_602659522_n

-კი, შემოდის კლიენტი და მეუბნება, თმა მინდა შევიღებოო,  ფერი მანახა,  არ მაქვს საღებავი. რა უნდა მექნა, თუ რამე მორჩენილი საღებავი მქონდა ერთმანეთში ავურიე, ცოტა ვიმაიმუნე და წავუსვი. ოღონდ  ნერვიულობით ლამის მოვკვდი, მაგრამ რომ ჩამოიბანა, ისეთი მაგარი ფერი გამოუვიდა, გაგიჟდა, მეც მაგრად გამიხარდა. გადის დრო, მოდის  ეს ქალბატონი და მეუბნება, ისევ ეს ფერი მინდა და შემღებავო? მეორედ აღარ გამირისკავს, უარით გავისტუმრე.

საყვარელი ვარცხნილობა,  რომელსაც ყველაზე  სიამოვნებით  აკეთებ?

– მიყვარს ავანგარდული მოკლე ვარცხნილობა. მეიქაფის კეთება კი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მიყვარს ბუნებრივად დახვეული და აწეული ვარცხნილობები, საერთოდ ბუნებრიობა მიყვარს. ბოჰემური სტილი კი ჩემია.

-საყვარელი   თმის   ფერი?

-ღია სპილენძისფერი.

თბილისში რატომ გადაწყვიტე წასვლა და სად მუშაობ?

-მე და ჩემმა მეუღლემ ჩავთვალეთ, რომ ჩვენთვისაც და ბავშვისთვისაც ასე აჯობებდა, საკუთარი თავის რეალიზებას უკეთესად შევძლებდით და ასეც მოხდა. ორივე სტილისტებად ვმუშაობთ GDS-ზე.

-ყველაზე   მაგრად  ვისთან  მეგობრობ?

-ყველასთან ვმეგობრობ და ყველასთან კარგად ვარ, მაგრამ ჩარჩოებიდან არ გამოვდივარ. ყველაზე მეტ დროს  2030-ის წამყვან მაკა ცინცაძესთან ვატარებ, რადგან მისი პირადი სტილისტი ვარ.  ძალიან კარგი მეგობარი და ადამიანია.

-ანუ უხმოდ უჯერებს დავით ფუტკარაძის გემოვნებას?

-დიახ. მყავს პრეტენზიული და ამავდროულად ძალიან საყვარელი მეგობარი მაკო მჭედლიშვილი, შუადღის წამყვანი.

-ერთი ჩვეულებრივი დღე   როგორ იწყება?

-მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე გვანცა პოპოვა და უსაყვარლესი შვილი ნიკოლოზი. დილით გვანცა გვაფხიზლებს, მაგრამ ნიკოლოზთან  დიდი ბრძოლა უწევს, რომ გააღვიძოს. მიგვყავს სკოლაში და სამსახურში გავრბივართ. ჩემი ლილუ  რჩება სახლში და ყეფით გვაცილებს. ასე იწყება ჩვენი გიჟური დღე.

-თვლი  თავს  წარმატებულ ადამიანად?

-რა თქმა უნდა ვთვლი და ამის ბევრი მიზეზიც მაქვს.

– წარმატება როგორ მოვიდა?

-თავისით ნამდვილად არ მოსულა, მე ამისთვის ბევრი ვიშრომე.

– ბერა როგორი უფროსია, მეგობრობთ?

12029138_1657185331170811_604506411_n-ბერა ნამდვილად კარგი ადამიანია და მსიამოვნებს მასთან მუშაობა. ის ნამდვილი მეგობარია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაეხმაროს ვისაც სჭირდება დახმარება.

-რას თვლის დავით ფუტკარაძე წარმატების საიდუმლოდ?

-პროფესიონალიზმს. როცა შენი საქმე კარგად იცი წარმატება გარდაუვალია.

-ოცნების ქვეყანა მითხარი?

-საფრანგეთი, პარიზი. უნდა წავიდე  და ერთი სული მაქვს როდის მოვა დეკემბერი.

-ვისთან ერთად?

-მარტო. 10 დღით.

– შენი საყვარელი სტილისტი ვინაა?

_კრისტიან პეტეკი  და გო კიკა.

_ წარმატებებს გისურვებ.

_დიდი მადლობა. მინდა გისურვოთ წარმატება, დიდი ტირაჟი და მაგარი რესპონდენტები.  მიყვარხართ ძალიან, მიყვარს ბოლნისი და მეამაყება ბოლნისელი რომ ვარ.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.