კაზრეთსა და ბალიჭში უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვა-გამოკვლევა 201-მა ადამიანმა ჩაიტარა

0

12036969_1060893493930316_1419931417266758813_nსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით მიმდინარე წლის 26-27 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში მცხოვრები მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვა-გამოკვლევები ჩატარდა.

სამთო წარმოების (ოქროსა და სპილენძის მოპოვება) ტექნოლოგიური პროცესების შედეგად გამოყოფილი მავნე პროდუქტებისა (მძიმე მეტალები) და საბოლოო ნარჩენების, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაძლო ზემოქმედების შეფასებისა და პრევენციული სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების მიზნით, სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით, 2 დღის განმავლობაში დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის  მოსახლეობას სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვა-გამოკვლევები ჩაუტარდათ. უფასო გამოკვლევები ბერძნული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატეს“ მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა  სამედიცინო გუნდმა  ჩაატარა.

„26 სექტემბერს სამედიცინო მომსახურებით (თერაპევტი – ოჯახის ექიმი, ოფთალმოლოგი, უროლოგი, ენდოკრინოლოგი, ექიმი რადიოლოგი – ექოსკოპიისათვის, ლაბორატორიული გამოკვლევები და პირველადი მოხმარების წამლები)  ისარგებლა  92-მა ადამიანმა, ხოლო 27 სექტემბერს  (თერაპევტი – ოჯახის ექიმი, ქირურგი, პედიატრი, ოტორინოლარინგოლოგი, ექიმი რადიოლოგი, ლაბორატორიული გამოკვლევები და პირველადი მოხმარების წამლები)  ისარგებლა   109 ადამიანმა. თავდაპირველად პაციენტი ჯერ გადიოდა  თერაპევტის კონსულტაციას და შემდგომ ექიმის შეხედულებისამებრ და ასევე პაციენტის ინტერესის გათვალისწინებითაც გადიოდნენ სხვადასხვა სპეციელისტებთან როგორც კონსულტაციას, ასევე გამოკვლევებს – ექოსკოპია, პროთრომბინი, ჰემოგლობინი და გლუკოზა, შემდგომ კი ხდებოდა ექმის მიერ დანიშნული მედიკამენტების  გაცემა,  დანიშნული მედიკამენტების უმრავლესობას ადგილზე აძლევდნენ ასევე უფასოდ, მაგრამ იყო პრეპარატები, რომელთა შესყიდვაც მოსახლეობას მოუწევს აფთიაქებში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამოკვლევები ჩატარდა კვალიფიციური ექიმების მიერ და მოსახლეობაც კმაყოფილი დარჩა”,- აღნიშნა ა.ა.ი.პ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა მაკა მამარდაშვილმა.

რაც შეეხება გამოკვლევის შედეგებს, მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება, ექიმების მიერ იყო დასმული შემდეგი დიაგნოზები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, შარდ-კენჭოვანი დაავადებები, გასტრო-ენტერიტები, ფარისებრი ჯირკვლის ასევე ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიები და სხვა.


Share.

Comments are closed.