„ოცნებას აუცილებლად ავისრულებ, პირნათლად დავიცავ და ვემსახურები საქართველოს“

0

წარმატებული

12170652_430133577187994_1241312533_nერთი შეხედვით სუსტი და ნაზი, მაგრამ  რწმენით და  დიდი იმედით ნინი ენდელაძე არაერთხელ გამხდარა კიკბოქსინგის სხვადასხვა ტურნირების პრიზიორი. ოსტატურად შესრულებული კრივისა და კარატეს სინთეზით,  ბაქოში საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა და საქართველო სამ ქვეყანას შორის ღირსეულად წარადგინა. ჯერ იყო ჭიდაობა, შემდეგ კარატე, მაგრამ ნინიმ თავი კიკბოქსინგში დაიმკვიდრა, სადაც მაქსიმალურად ხდება ძალისა და ნიჭის დემონსტრირება, სწორედ ამის შეთავსებით ჩვენი რუბრიკის სტუმარი არაერთგზის გამხდარა ჩემპიონი როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთაც.

ნინი, როდის გადაწყვიტე, რომ სპორტის ეს სახეობა შეგესწავლა?

– ბავშვობიდან დავდივარ სპორტზე, პირველად შევედი  ჭიდაობაზე, შემდეგ კარატეზე, მაგრამ მივხვდი, რომ არცერთი მაინტერესებდა. 12 წლის ვიყავი, როდესაც სკოლაში მოვიდნენ და ბავშვებს კიკბოქსინგისა და ტაიბოქსინგის კლუბის გახსნის თაობაზე გაგვესაუბრნენ, ჩემი კლასელების დიდი თხოვნით გადავწყვიტე  ბედი ამ სახეობაში მეცადა. პირველ გაკვეთილზევე  მივხვდი, რომ ეს ჩემი იყო, სადაც თავს კომფორტულად და ორგანულად ვიგრძნობდი.

– ნინი არ გიჭირს ბრძოლა, სადაც მძიმე, რთული და მკაცრი წესებია?

– არა, მე აქ თავს დაცულად ვგრძნობ, ვსწავლობ მეტოქის ფსიქოლოგიას, ზუსტად ვიცი სად და როგორი დარტყმა მივაყენო, თითოეული ნიუანსი სწორად მაქვს გათვლილი.  ჩხუბის დროს შეცდომა დაუშვებელია.

– ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე შენ პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვე.

– 2015 წლის აგვისტოში ქალაქ ბაქოში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც სამი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. აზერბაიჯანელ სპორტსმენთან 9 წუთიანი ჩხუბის შემდეგ ფინალში ირანელს შევხვდი, ორთაბრძოლა თანაბრად და დაძაბულად მიმდინარეობდა, მეტოქე საკმაოდ კარგად იყო მომზადებული, მიუხედავად ამისა თავი არ დამიზოგავს,  შეხვედრა ჩემი უპირატესობით დამთავრდა და სადაც პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული ავიღე.

– ნინი რას ნიშნავს იყო ჩემპიონი.12167227_430133540521331_1457239701_n

– ეს ის გრძნობაა, რისი გადმოცემაც ყველაზე ძალიან მიჭირს. იყო ჩემპიონი დიდი სიამაყეა, უფრო დიდი მონდომება, რაშიც მთელ  ძალასა და ენერგიას ვდებ. ამაყი ვარ, რომ ჩემი შედეგით ჩემს ბოლნისსა და ჩემს სამშობლოს ვასახელებ. ეს არის დიდი სტიმული, ვბრძოლობ და ვშრომობ ჩემი ქვეყნის ღირსეულად წარსადგენად, ვამაყობ რომ საქართველოს ჩემპიონი ვარ.


– რაიმე განსაკუთრებულსა და სასიამოვნოს ხომ ვერ გაიხსენებდი?

-19 დეკემბერს, ჩემს დაბადების დღეზე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა კიკბოქსინგში, სადაც 53 წონით კატეგორიაში ვიჩხუბე და მეტოქე დავამარცხე, ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი ოდესმე მიმიღია. იმ დღეს საქართველოს ჩემპიონი გავხდი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით  და მადლობა გადავუხადო ბაჩოს,  ყველა ჩემს ტრენერს და მწვრთნელს იმ გაწეული შრომისათვის, რაც მათ ჩემში ჩადეს, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ავთო ბჟალავას, პეტრე დანელიას და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

12166447_430133587187993_341904570_nშენი სამომავლო გეგმები.

-ეს შეიძლება ზოგისთვის სასაცილო და გასაკვირიც იყოს, მაგრამ, როდესაც 18 წლის გავხდები, მზად ვარ საქართველოს ვემსახურო, ამით იმის თქმა მინდა, რომ შევიდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ვიყო ჩემი სამშობლოს ღირსეული დამცველი. მე ამ ოცნებას აუცილებლად ავისრულებ, პირნათლად დავიცავ და ვემსახურები საქართველოს.

მარინა გავაშელი


Share.

Comments are closed.