როგორ გახდა გიგა ლაზარეშვილი ,,ეგვიპტის პრინცი’’

0

წარმატებული

11923203_960560067320913_2915251597242808281_nუამრავი ფოტოსესია, სამოდელო კარიერა და  სასულიერო აკადემიის წარმატებული ხატმწერი გიგა ლაზარეშვილი, რომელსაც  საკუთარი სახელოსნო აქვს და მალე ქალაქ ბათუმში გამართავს პირველ გამოფენას, ახლა უკვე აზიურ სტილში ხატავს, რომელსაც საიდუმლოდ ტოვებს. გიგას ეგვიპტური ფოტოები რამოდენიმე კვირაა  ფეისბუქზე მოწონებებს იმსახურებს, თუ როგორ მოხვდა ის ეგვიპტეში და საერთოდ, რის გაკეთებას აპირებს, ამას თავად მოგვიყვება.

– ვამაყობ, რომ სასულიერო აკადემიაში ვსწავლობ  ხატწერა-რესტავრაციაზე. რასაც მთელი გულით ვაკეთებ – ეს ხატვაა.  მშობლების თანადგომით სახელოსნოც მაქვს, სადაც საკუთარი სამყარო შევქმენი,  რისთვისაც მინდა მადლობა  ვუთხრა მათ.

– გადაღებებზე რას იტყვი?

– გადაღებებზე ხშირად ვარ, უმეტესად კი უარს ვამბობ შემოთავაზებაზე, რადგან დრო აღარ მაქვს, ბევრს ვმუშაობ, რომ მალე მქონდეს გამოფენა, რომელსაც ვგეგმავ ბათუმში,  აუცილებლად დაგპატიჟებთ. ეს ზაფხულში იქნება.

– დიდი მადლობა, როგორ სტილში ხატავ?11986480_960376707339249_1446294536050617980_n

– ამჟამად აზიურ სტილში ვხატავ, მალე ფართო მასშტაბებზე გადავალ, საოცარია დიდ ტილოზე მუშაობა.

– აზიურ სტილში  რა იგულისხმება?

– გამოსახულებები და მათი სიმბოლოები, ფერების გრადაცია, პირველად გამოვიყენე ოქროსფერი, ძალიან ლამაზია. დანარჩენს საიდუმლოდ დავტოვებ. გამოფენაზე ნახავთ.

– კარგი ახლა ეგვიპტეზე მოგვიყევი, როგორ გახდი ეგვიპტის პრინცი?

– ჰო, ეს სასიამოვნო გასახსენებელია, ჩემმა ძმამ სიურპრიზი გამიკეთა და დასასვენებლად წამიყვანა ეგვიპტეში,  ახალ წელსაც მივდივართ. ძალიან თბილი ხალხია, ერთ-ერთ მაღაზიაში ჩამაცვეს თავიანთი სამოსი და ფოტოსესია მომიწყვეს. შეიკრიბა ხალხი და ისე მესალმებოდნენ თითქოს ცნობილი მსახიობი ან პიროვნება ვყოფილიყავი. ეგვიპტელები ხმამაღლა ყვიროდნენ ეგვიპტის პრინცი მობრძანებულაო.  სასიამოვნო იყო. ასე გავხდი ,,ეგვიპტის პრინცი.’’  უამრავი ადამიანი დავიმეგობრე და  მელოდებიან ახალ წელს.

12036393_969327259777527_8897263622368058048_n– როგორც პრინცს, თუ როგორც გიგას?

– ალბათ, ორივეს.

– რა გრძნობაა, როცა  უცხო ქვეყანაში საკუთარ პრინცს გადარებენ?

– უმაგრესი გრძნობაა, ძალიან ამაყი ხარ, პირველ რიგში ქართველი ხარ და ქართული სიამაყე მძლავრობს.

– როგორც მითხარი უარს ამბობ ხოლმე გადაღებებზე,  ამ საქმის მიტოვებას ხომ არ აპირებ?

– არა, არ მივატოვებ,  მიყვარს ფოტოებიც და სამოდელო კარიერაც. სამომავლოდ ალბათ ისევ უცხოეთში გავაგრძელებ ამ კუთხით მოღვაწეობას. ჯერ-ჯერობით კი  ზაფხულში ბათუმის გამოფენა მელოდება.11811396_944798058897114_8032207784977160637_n

– წარმატებებს გისურვებ, ძალიან მიხარია, რომ ასეთი ჭკვიანი ხარ,  მე ფეხდაფეხ მოგყვები და გავაშუქებ შენს წარმატებებს.

– უღრმესი მადლობა.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.