№2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ენტერობიოზზე გამოკვლევები უტარდებათ

0

12171987_943427409080002_647358610_o2015 წლის ეპიდზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამის ფარგლებში  ა.ა.ი.პ. ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრი“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, წელიწადში ერთხელ, ადგილზე მისვლით ახორციელებს თითოეული აღსაზრდელის გამოკვლევას ჰელმინთოზებზე – ენტერობიოზზე.

დღეს მოხდა ქ.ბოლნისის №2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელების  კვლევა ენტერობიოზზე.  შემდგომი კვლევა კი გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მიკროსკოპის გამოყენებით.

ანალოგიური სახის კვლევები  ბოლნისის მუნიციპალიტეტში თორმეტივე საბავშვო ბაღში ეტაპობრივად განხორციელდება.

,,მივმართავ იმ აღსაზრდელთა მშობლებს, რომელთა ბავშვებიც არ იყვნენ საბავშვო ბაღში და ვერ მოხერხდა ენტერობიოზზე მათი გამოკვლევა, შეუძლიათ მოგვმართონ ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სააკაძის ქ.№1-ში, სადაც მათ ასევე უფასოდ მოვემსახურებით ლაბორატორიული კვლევით ენტერობიოზზე. აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენთან 0-და 12 წლამდე ასაკის ბავშვთა გამოკვლევა ჰელმინთებზე ბოლნისის მოსახლეობისათვის არის უფასო.“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში ა.ა.ი.პ. ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრი“-ს დირექტორმა მაკა მამარდაშვილმა.

მანანა ზაალიშვილი, №2 საბავშვო ბაღის მენეჯერი:

– დღეს დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის თანამშრომლებმა ჩვენს პატარებს ანალიზი გაუკეთეს,  პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც  პატარები დაცულები იქნებიან ინფექციებისგან, ეპიდემიისგან და სხვადასხვა დაავადებისგან. გასულ წელსაც ჩატარდა მსგავსი სახის ღონისძიება და კარგი შედეგი გვქონდა.

„დღეს ვატარებთ სკრინინგ კვლევას ჰელმინთოზებზე და ყველა ბაღს მოვიცავთ. პროცესი უმტკივნეულოა. ეს არის  ჩვენი სამსახურის ერთ-ერთი პროფილაქტიკური ღონისძიება, ეცოდინებათ მშობლებს  დაინფიცირებულია თუ არა ჰელმინთებით მათი შვილი და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები“, -განაცხადა ექიმ ეპიდემიოლოგ-პარაზიტოლოგმა ასმათ გველესიანმა.


Share.

Comments are closed.