კლინიკა ,,ოფთალმიჯი”-ს ექიმებმა ბოლნისში უფასო გამოკვლევები ჩაატარეს

0

11760392_529728063857066_1984613925_oქვემო ქართლის გუბერნატორისა  და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხარდაჭერით ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”-ის მაღალკვალიფიციურმა ექიმმა ნიკა მამასახლისმა სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად ბოლნისში უფასო გამოკვლევები ჩაატარა.

აქციის ფარგლებში გამოკვლევები ეტაპობრივად ჩაუტარდება მთელი რეგიონის მოსახლეობას, რომელიც მოიცავს 60 წლის ზემოთ პენსიონერ და სოციალურად დაუცველ პაციენტებს. აქცია მხოლოდ გამოკვლევებით არ სრულდება, საჭიროების შემთხვევაში,  პაციენტებს ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდებათ, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის  პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად პაციენტებს თბილისში წასვლა არ მოუწევთ,  მუნიციპალიტეტში  მოძრავი საოპერაციო კლინიკა ჩამოვა, რომელიც აღჭურვილია როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე საოპერაციო ბლოკით.

უფასო აქციის ფარგლებში დღეს მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა 50-მდე პაციენტი გასიჯნეს, რომელთა შორის თერთმეტს ოპერაცია ესაჭიროება.

თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი“-ს რეგიონალური დირექტორი მანანა ხუციშვილი:

– ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პაციენტებს ადგილზე ჩაუტარდებათ მაღალი ხარისხის ოპერაციები, თანაც დღეს კარგად მუშაობს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პაციენტებს ოპერაციის ძირითად თანხას უფინანსებს. სამწუხაროდ, სანამ პაციენტს არ უქვეითდება ისე მხედველობა, რომ უკვე უჭირს მოძრაობა, მანამ არ მიდის ექიმთან. ვთვლი, რომ მსგავსი აქცია კარგია ისეთი დაავადებების პრევენციისთვისაც,   როგორიცაა გლაუკომა და კატარაქტა. დღევანდელი ტექნოლოგიები შორს წავიდა, კატარაქტის შემთხვევაში აღარ ველოდებით მომწიფებას და კეთდება უნაკერო ოპერაციები. სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს როგორც მარალი ხარისხის უნაკერო ოპერაციებს, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ითვალისწინებს მაღალი ხარისხის ბროლს საჭიროების შემთხვევაში.

მევლუდ ბარლიანი-ბოლნისის მცხოვრები:

– შევიტყვე რომ ბოლნისში ჩამოდიოდა ჯავრიშვილის კლინიკის მაღალკვალიფიციური მედ პერსონალი და გადავწყვიტე მომეხდინა თვალის დიაგოსტირება. გამსინჯეს  გულდასმით. აღმომაჩნდა პატარა პრობლემა, მომცეს დანიშნულება და მინდა კმაყოფილებით  გადავუხადო მათ მადლობა.

ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფტალმიჯი“ ქვემო ქართლის მასშტაბით უფასო გამოკვლევებს პერიოდულად ატარებს. შემდეგი მუნიციპალიტეტი მარნეული იქნება.


Share.

Comments are closed.