ბოლნისში C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა

0

12268977_10153741133738007_1741119571_oC ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ბოლნისში მობილური მანქანა ლაბორატორია ჩამოვიდა. სპეციალისტებმა ადგილზე განახორციელეს C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის უფასო სკრინინგი. აღნიშნულ კვლევებს ჩვენს რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“-ს რუსთავის სერვის ცენტრის კოორდინატორი ხელმღვანელობს. მობილური მანქანა ლაბორატორია კვლევებს ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირება, რათა დროულად გამოვლინდეს დაავადება და მოხდეს მკურნალობის კურსის დაწყება. დღეს ბოლნისში 100-ზე მეტ ადამიანს უფასო სკრინიგი ჩაუტარდა.


Share.

Comments are closed.