პირველი დეკემბრიდან საქართველოში ახალი ჰექსავალენტური ვაქცინა დაინერგება

0

12210795_949118521844224_650710896_oდღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსი მუნიციპალიტეტის იმუნიზაციის მიმწოდებლებს, ოჯახის ექიმებსა და პედიატრებს შეხვდა, რის  ძირითად მიზანსაც   იმუნიზაციის  კალენდარში ახალი ჰექსავალენტური ვაქცინის დანერგვა წარმოადგენდა.

ჰექსაქსიმი არის 6 კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ. აღნიშნული ვაქცინა ხელს უწყობს ორგანიზმს დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის, პოლიომიელიტის და b ტიპის გამოწვეული მძიმე დაავადებებისგან დაცვაში. მისი გამოყენება შეიძლება ბავშვებში 6 კვირიდან. ჰექსაქსიმის ვაქცინა ორგანიზმში მოქმედებს  საკუთარი ანტისხეულების გამომუშავებით იმ ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს იწვევს.

ლია ჯაბიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს  უფროსი:

პირველი დეკემბრიდან აცრების კალენდარში ინერგება ახალი ჰექსავალენტური ვაქცინა, რომელიც ხელს უწყობს დაავადებათა პროფილაქტიკას მართვადი ინფექციების მიმართ. ეს ვაქცინა ძალზედ მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად იცავს პატარებს  სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისგან.

მაკა მამარდაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი:

ეს არის ჰექსავალენტური ვაქცინა, რომელიც ჩაანაცვლებს ჰიბრავაქცინას, ანუ 5 კომპონენტიან ვაქცინას. ის საკმაოდ კარგი და უსაფრთხოა და ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების პრევენციაში.


Share.

Comments are closed.