წითელი ჯვრის ბოლნისის ფილიალში მორიგი აქცია მოეწყო

0

1009372_664910683523823_1244553122_oდღეს   წითელი ჯვრის ბოლნისის ფილიალში ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარებსა და  სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

,,გავესინჯე ენდოკრინოლოგს, თერაპევტს, გამოვიკვლიე სისხლში შაქრის შემცველობა, გადავიღე გულზე კარდიოგრამა, ექოსკოპია, აღფრთოვანებული ვარ მათი მომსახურებით. დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ექიმს და წითელი ჯვრის თანამშრომლებს იმისთვის, რომ ზრუნავენ მოხუცი ხალხის ჯანმრთელობაზე,“- განაცხადა ქეთო  კენჭოშვილმა.

11 საათიდან 17 საათამდე წითელ ჯვარში მისულ პაციენტებს,  საქართველოს წითელი ჯვრის გარდაბნის ჯანდაცვის კაბინეტის მობილური ჯგუფის კვალიფიციური ექიმები: ენდოკრინოლოგი, თერაპევტი და რადიოლოგი ემსახურებოდნენ.

,,წითელი ჯვრის ექიმი  ნიშნავს მოწოდებით კაცთმოყვარე, ჰუმანიტარული მისიით მოვლენილ ადამიანს, შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, მარტოხელა მოხუცების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რადგან ისინი ხშირ შემთხვევაში მოკლებული არიან თანამედროვე აპარატურით კვლევებს.  მსგავს აქციებს  ხშირად ვატარებთ, ვსვამთ  კონკრეტულ დიაგნოზს და ვცდილობთ პაციენტებს დავეხმაროთ ამა თუ იმ დაავადების დროულად აღმოჩენასა და დაძლევაში. დღესაც სწორედ ამ მისიით ვიმყოფებით ბოლნისში, ამ ეტაპზე ვატარებთ  მუცლის ღრუს ორგანოებისა და ფარისებრი ჯირკვლის კვლევას, ასევე კეთდება სისხლის გამოკვლევა, გლუკოზის გაზომვა  და გულის კარდიოგრამა, პაციენტებს შესაბამისი დანიშნულება ეძლევათ კვალიფიციური თერაპევტისგან,“-განაცხადა ექიმ- რადიოლოგმა ირინა მოდებაძემ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის აქციები წითელი ჯვრის ბოლნისის ფილიალში სისტემატურად ეწყობა და ყოველწლიურად ასობით მოქალაქეს  კვალიფიციური ექიმების დახმარებითა და უახლესი აპარატურით,   სრულიად უფასოდ უტარდებათ გამოკვლევები.


Share.

Comments are closed.