წითელი ჯვრის ბოლნისის ფილიალში სოციალურად დაუცველთათვის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

0

73353_353916054714854_577233331_n10 ნოემბერს  წითელი ჯვრის ბოლნისის ფილიალში საქართველოს წითელი ჯვრის გარდაბნის ჯანდაცვის კაბინეტის მობილური ჯგუფი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გამოკვლევებს ჩაატარებს. პაციენტებს უფასოდ მოემსახურებიან კვალიფიციური ექიმები: ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, რადიოლოგი. ექიმები განსაზღვრავენ სისხლში გლუკოზის შემცველობას. გასინჯვები 11 საათზე დაიწყება და 5 საათამდე გაგრძელდება.


Share.

Comments are closed.