ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს მადლობის სერთიფიკატი გადაეცათ

0

10417730_1113289598732158_4376991008677893655_n

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა, სამშაბათის გაფართოებულ თათბირზე,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს მაკა მამარდაშვილსა და ეპიდემიოლოგთა გუნდს, ზედამხედველობის სფეროში წარმატებული მუშობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოგზავნილი მადლობის სერთიფიკატი გადასცა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა გასული 2015 წლის განმავლობაში ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელისა და მისი გუნდის თავდაუზოგავი შრომისთვის მადლიერების ნიშნად, თავადაც  მადლობა ბრძანებით გამოუცხადა  და აღნიშნა, რომ ამ გუნდის ღვაწლი  და  ეფექტური მუშაობა პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

მაკა მამარდაშვილმა მუნიციპალიტეტის ხელძღვანელს, გამოჩენილი გულისხმიერებისთვის, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის გარეშე სამსახურის მუშაობა ვერ იქნებოდა ეფექტური.

,,ეს სამსახური საკმაოდ წარმატებული გახლავთ. არაერთხელ აღნიშნულა, რომ ძალიან დიდ სამუშაოებს ატარებენ, რაც  თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას ეხება. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მადლობის სერთიფიკატი გამოგვიგზავნა იმისათვის, რომ პერსონალურად გადამეცა ამ ცენტრის დირექტორისთვის და მისი გუნდისთვის. ამასთანავე გადავწყვიტეთ, რომ  სიგელთან ერთად,  ყველა თანამშრომლისთვის  ბრძანებით გამოგვეცხადებინა მადლობა. მინდა მომავალშიც წარმატებული საქმიანობა გისურვოთ“.- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.


Share.

Comments are closed.