,,ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ პატივს სცემ იმ ქვეყნის ენას და კულტურას, სადაც ცხოვრობ, ისინიც პატივს გცემენ”

0

ქართველები საზღვარგარეთ

39099_112420008808110_4399580_n,,სხვებისგან განსხვავებით, მე ბედმა გამიღიმა, ჩავედი თუ არა საბერძნეთში ექვს თვეში საბუთები გავიკეთე, იმ დღიდან კანონიერად ვიმყოფები’’- ამბობს ემიგრაციაში მყოფი მაია სააკაძე და გვიყვება თავის ისტორიას, თუ როგორ ცხოვრობს დღემდე საბერძნეთში, როგორ მიაღწია წარმატებას და აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას.
რუბრიკაში ,,ქართველები საზღვარგარეთ’’ქართველი ქალის ბერძნულ პორტრეტს წარმოგიდგენთ.

_1997 წლიდან ათენში ვცხოვრობ, ძალიან მომწონს, დიდი ქალაქია და ბევრი შანსია ადამიანმა ნიჭი გამოამჟღავნოს.

_როგორ დაიმკვიდრე თავი?

_ახალი ჩასული რომ ვიყავი რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობდი, შემდეგ ათენში გადმოვედი ჯერ მრეცხავად, მერე მზარეულის დამხმარედ. პარალელურად დილის საათებში ერთ ოჯახში ვმუშაობდი დამლაგებლად. ასე გავატარე 7 წელი. სხვებისგან განსხვავებით მე ბედმა გამიღიმა, ჩავედი თუ არა საბერძნეთში 6 თვეში საბუთები გავიკეთე, იმ დღიდან კანონიერად ვიმყოფები. ახლა უკვე მომწონს საბერძნეთი, თუმცა 3 წელი სულ დაბრუნებაზე ვფიქრობდი. 2000 წელს პირველად ჩამოვედი საქართველოში და სწორედ მაშინ შევიცვალე აზრი, მივხვდი რომ ჩემი ადგილი უკვე იქ აღარ იყო, ასე გადავწყვიტე დარჩენა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. გადავწყვიტე მესწავლა.12604850_1109222305794537_6905333889639401781_o

_ სად დაიწყე სწავლა?

– მივაგენი სასწავლებელს, სადაც სამკაულების დამზადებას ასწავლიდნენ (საქართველოშიც მიტაცებდა ხელსაქმე, ვქსოვდი ძალიან კარგად) გადავწყვიტე მეკეთებინა ის, რაც ძალიან მიყვარს. სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად.

_როგორც ვიცი, სპორტითაც ხარ დაკავებული.

_ ბავშვობის ოცნება ავისრულე, მშვილდოსნობა მიზიდავდა.  საბერძნეთის ჩემპიონატში ორი ოქროს მედალი მაქვს. ამ გზით კარგი ნაცნობობის წრე შევიქმენი. შემდეგ ბერძნულ სკოლაშიც მივედი ენის სასწავლებლად. ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ პატივს სცემ იმ ქვეყნის კულტურას და ენას, სადაც იმყოფები, ისინიც პატივს გცემენ, თუ არა და არა.

12642944_1114464978603603_3161556161054278933_n– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ქართველებთან?

-ქართველებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ორი წელი ვითანამშრომლე ათენის კულტურის ცენტრ ,,კავკასიასთან’’, სამკაულების დამზადებას ვასწავლიდი ქართველებს და არა მარტო მათ.

_ახლა რითი ხარ დაკავებული?

_გავხსენი საკუთარი სტუდია, სადაც ნებისმიერს შეუძლია შეისწავლოს ხელსაქმე. აღებული მაქვს ოქრომჭედლობის, სამკაულების დიზაინერის და მშვილდოსნობაში მწვრთნელის დიპლომები. პარალელურად ვთანამშრომლობ ბერძნულ სკოლებთან.

_ოჯახზე მითხარი რამე.

-მყავს 3 შვილი, 1 ბიჭი, პირველი ქორწინებიდან და 2 ტყუპი გოგონა მეორე ქორწინებიდან. ოჯახი აქ შევქმენი. მეუღლე ბერძენია და დიდი როლი მიუძღვის ჩემს წარმატებებში.  მისი დახმარებით უფრო მალე მივაღწიე დასახულ მიზანს, ასე ვთქვათ კატალიზატორის როლი შეასრულა.

_დაბრუნებაზე რას მეტყვი, ქართული არაფერი გენატრება?10338459_10206813661278410_2632724474866496673_o

-ხშირად ვარ საქართველოში, მონატრებით არაფერი მენატრება, აქაც არის ქართული მაღაზიები და პურსაცხობები, თუ რამე გვინდა, ყველაფერი ხელმისაწვდომია. დაბრუნებაზე ვერაფერს ვიტყვი, ბერძნებს აქვთ ასეთი გამონათქვამი ,,პოტე მი ლეს პოტ’’-,,არასოდეს თქვა არასოდეს,’’ასე რომ, არავინ იცის, რა მოხდება.

-წარმატებებს გისურვებ ნამდვილად ბევრისთვის მიგიღწევია, მაგრამ მაინც უნდა დაუბრუნდე საკუთარ სამშობლოს და შენი ნიჭი და გამოცდილება მოახმარო, დიდი მადლობა გულახდილი საუბრისათვის.

– დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ვეცდები დავბრუნდე, თუმცა მაინც არ ვიცი რა იქნება.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.