რუსთაველის თეატრში წარმატებული ემიგრანტი ქალები დააჯილდოვეს

0

12721736_987362984646882_17913297_n10 მარტს რუსთაველის თეატრში ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს საზღვარგარეთ მყოფ წარმატებულ ქართველ ქალებს, გაიმართა ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ცერემონია „გაიზიარე სამშობლო“.

ღონისძიების ორგანიზატორები კავკასიის საკითხთა და დიასპორებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტი, დემოგრაფიული აღორძინების ფონდი და ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“.

საქართველოს ესტუმრა 12 ქვეყნის 15 წარმატებული ქალბატონი, რომლებიც განსაკუთრებულად იღწვიან უცხოეთში საქართველოსთვის და აკეთებენ ქართულ საქმეს. მათ სპეციალური პრიზები გადასცეს ცნობილმა სახეებმა და მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს ანსამბლმა „ქართულმა ხმებმა“ და პოპულარულმა ქართველმა მომღერლებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხო ქვეყნის ელჩები საქართველოში და განსაკუთრებული სტუმრები უცხოეთიდან, რომლებიც ჩამოყვნენ ქართველ ემიგრანტ ქალებს.

წარმატებულ ემიგრანტ ქალთა შორის გახლავთ ჩვენი რესპონდენტი რუსა სამნიაძე-მაკოვსკი, რომლის შესახებ მასალა – „ქართული „Lili Wine” გერმანიაში – წარმატებული ემიგრანტის ბოლნისური ფესვები”, რამდენიმე თვის წინ მოვამზადეთ.

1421322_987363611313486_973677358_n 1932000_987363761313471_1292607284_n 10248906_987363514646829_376742718_n 11212429_987363157980198_607135337_n 12083664_987363757980138_1018254577_n 12822044_987363511313496_366722687_n 12825121_987363521313495_491088578_n 12825203_987363351313512_373276268_n 12825257_987363614646819_1407644917_n 12825658_987363154646865_2070253565_n 12825682_987363344646846_1347317786_n 12833313_987362981313549_1368860886_n 12834469_987363337980180_347941527_n 12834692_987363151313532_1370754724_n 12835002_987363754646805_193885995_n


Share.

Comments are closed.