სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ლიტერატურული მუზეუმი ცოცხალ წიგნებს უმასპინძლებს

0

orbelianissaxlსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ა(ა)იპ კავშირი ,,პოეზიის მეგობართა კლუბი”, საქართველოს რეგიონებში ახორციელებს საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტს ,,ცოცხალი წიგნები”. პროექტი გასულ წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, კულტურის ცენტრებში, კლუბებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა დაწესებულებებში, თანამედროვე მწერლების, მათ შორის, საბავშვო ავტორების და ხელოვნების მობილურ ჯგუფებთან შეხვედრას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ შეხვედრებს სოფლების მოსახლეობასთან.
 ,,ცოცხალი წიგნები” ბოლნისში წელს 24 აპრილს სოფელ ტანძიაში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში ჩატარდება.
პროექტის ფარგლებში ბოლნისს ეწვევიან პოეტები: მანანა ჩიტიშვილი, ქეთევან შენგელია, ლელა გაბური, ნინო სადღობელაშვილი, პოეტი და პროზაიკოსი ოთარ ჯირკვალიშვილი, საბავშვო მწერალი მარიამ წიკლაური.
მწერლებთან ერთად რეგიონში წიგნის გამავრცელებელი კომპანია ,,ტელექსი” იმუშავებს და ახალ გამოცემებს შესთავაზებს საზოგადოებას. მათ შორის, პროექტში მონაწილე ავტორთა კრებულებსაც.
დასაწყისი: 15:00 საათზე.

Share.

Comments are closed.