ოცდაათამდე ბოლნისელმა უფასო გასინჯვა-კონსულტაცია ჩაიტარა

0

13287922_516317338569493_1618347862_oბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით დღეს საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა ,,გიდმედის’’ტკივილის მართვის ცენტრმა საქველმოქმედო აქცია გამართა.

წითელი ჯვრის შენობაში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი შალვა გაბადაძე თავის გუნდთან ერთდ მთელიდღის მანძილზე ხერხემლისა და სახსრების დავადების მქონე პაციენტებს იღებდა და უფასო გასინჯვა-კონსულტაციას ატარებდა.

,,ბოლნისში უფასო აქცია ემსახურება პაციენტების გასინჯვა -კონსულტაციას და დიაგნოზის დასმას, იმ შემთხვევაში თუ მედიკამენტებით მკურნალობა საკმარისია ვაძლევთ დანიშნულებას და ვაწარმოებთ კონტროლს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიბარებთ ცენტრში და ვახდენთ სიღმისეულ გამოკვლევას. ჩვენი მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოჯანმრთელებაში შევიტანოთ წვლილი. აქ დაგვხვდა კეთილმოწყობილი გარემო სადაც კომფორტულად ვემსახურებით პაციენტებს.’’- აღნიშნა ტკივილის მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა შალვა გაბადაძემ.

ტკივილის მართვის ცენტრი საქველმოქმედო აქციებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც მართავს.


Share.

Leave A Reply