საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩამონათვალი

0

скачанные файлы26 მაისი

ქ. ბოლნისში დაგეგმილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ნუსხა:

ღონისძიება -1

11:00 სთ-დან   18:00 სთ-მდე – სადღესასწაულო ღონისძიებები ღია ცის ქვეშ

კულტურული აქტივობები:

კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა:

  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა.
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული ხალხური რეწვის ოსტატთა   ნამუშევრების გამოფენა.
  • ყვავილების გამოფენა.
  • ბოლნისში მცხოვრები გერმანელების ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენა.
  • მაქსი ტილკეს,კავკასიის ხალხთა სამოსის, ნამუშევრების გამოფენა.

 

11:00 სთ – ღონისძიებათა საწყისი ლოკაცია-ბოლნისის გმირთა მემორიალი,  წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მოსწავლეები ამავე ადგილზე, წარმოგვიდგენენ პატრიოტული თემატიკის  მცირე პერფორმანს, რის შემდეგაც მოხდება მემორიალის ყვავილებით შემკობა. (სავარაუდო ქრონომეტრაჟი 25 წთ)

მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი რაჭისუბანი.

 11-30 სთ- ქალაქ ბოლნისის შესასვლელიდან დაიწყება ფეხით მსვლელობა. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს ყველა მსურველი, ხოლო დაგეგმილი ნაწილის გათვალისწინებით სხვადასხვა სკოლები თანდათან შეუერთდებიან მსვლელობას. ვიზუალური მხარე დატვირთული იქნება ეროვნული სამოსითა და დროშებით. მსვლელობა დასრულდება ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან.  (სავარაუდო ქრონომეტრაჟი 60 წთ)

 13:00 სთ-ზე  ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შედგება ქართველი ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი ღონისძიება:

 

  • საქართველოს ჰიმნის ფონზე აღიმართება ეროვნული დროშა.
  • ღონისძიების წამყვანები წარადგენენ თემატიკასა და ფორმატს.
  • დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს წარმოგვიდგენენ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები: ,,სიონი“- ხელმძღვანელი დავით ყაველაშვილი,  ,,ბოლნისი“ ხელმძღვანელი ნინო დვალიშვილი, ,,ორბელი“ ხელმძღვანელი სოსო კოპალეიშვილი, ნიკა აბდუშ -ელიშვილი, კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,თამარიონი“, ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა თეატრი ,,საზღაპრეთი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები.
  • ბოლნისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი დალოცავს ქართველ ჯარისკაცებს და თითოეულ მათგანს გადასცემს სიმბოლურ საჩუქარს – ბოლნურ ჯვარს.
  • ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას და ჯარს მიულოცავენ დამოუკიდებლობის დღეს, რის შემდეგაც მთლიან ღონისძიებას დაასრულებს ქართული ცეკვა ,,ხორუმი“. (ღონისძიების სავარაუდო ქრონომეტრაჟია 60 წთ)

 15:00 სთ-ზე – ბოლნისის თოჯინების თეატრი პატარებს წარმოუდგენს სპექტაკლს ,,ხუთი გოჭის ამბავი“. (რეჟისორი: თამარ ბობოხიძე).

15:00 სთ-დან – 16:00 სთ-მდე – სახის მოხატვა ბავშვებისათვის პატრიოტულ თემაზე.

16:00 სთ-ზე – ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ხალხურ საკრავთა ჯგუფი ,,მასპინძელოს“ კონცერტი.  (ანსამბლის ხელმძღვანელი:  გიორკი კოდელაშვილი)

მისამართი:  ქ. ბოლნისის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია.

სპორტული აქტივობები: მკლავჭიდი, ჭიდაობა, ჭადრაკი;

14:00 სთ-ზე- დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში;

მისამართი:ქ. ბოლნისი, კულტურისა და დასვენების პარკი, (სულხან-საბას ქ.N 1 ბ).

 ღონისძიება – 2

18:00 სთ – მხატვრულ- ქორეოგრაფიული კომპოზიცია ,,არის ასეთი ქვეყანა…“ დამდგმელი ქორეოგრაფი: გოჩა ხელიძე

ორგანიზატორი: ბოლნისის კულტურის სახლი.

მისამართი: ქ. ბოლნისი, კულტურის სახლი, (სულხან საბას ქ. №108).

 ორგანიზატორები:  ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო,საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება ,  ქ. ბოლნისის კულტურის სახლი.   


Share.

Comments are closed.