ანსამბლი „თამარიონი“ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

0

13501574_888049861324459_2350171401133591399_n29 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ანსამბლ „თამარიონის“ სოლო კონცერტი გაიმართება.

ღონისძიება საქველმოქმედოა. შემოსული თანხა  ბოლნისელი ამირან ფრუიძის ანგარიშზე გადაირიცხება. შეგახსენებთ, რომ სოფელ რაჭის-უბანში მცხოვრებ ამირან ფრუიძეს უბედური შემთხვევის გამო ხერხემლის მრავლობითი მოტეხილობა განუვითარდა, რის შედეგადაც კისრის ქვემოთ პარალიზებულია.  20 წლის ახალგაზრდას უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება.

ღონისძიების დასაწყისი 17 საათზე, ბილეთის ფასი 10 ლარი.


Share.

Comments are closed.