ბოლნისი პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ მეოთხე ეტაპს უმასპინძლებს

0

14341774_10202185143065924_1296398945_nაღნიშნული პროექტის ფარგლებში 17 სექტემბერს 12 საათსა და 30 წუთზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში მასშტაბური ღონისძიება გაიმართება, რომელიც ითვალისწინებს მწერლების შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისინი ისაუბრებენ ქვეყანაში ლიტერატურული პროცესების განვითარების, კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის „მრავალფეროვანი საქართველო“, აგრეთვე აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაცია. ასევე მოხდება ახალი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება და ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

პროექტის მუსიკალურ ნაწილს უზრუნველყოფს მუსიკალური ბენდი „ქიმერა“, ხოლო ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცემათ სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.

სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველოს“ განხორციელება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით 23 აპრილს დაიწყო. აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ღონისძიებების გამართვა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.


Share.

Comments are closed.