30 სექტემბერს ბოლნისელი მაყურებლის წინაშე რუსთაველის თეატრი წარსდგება

0

14369950_1263845890343194_3050719476667095637_nშოთა რუსთაველის სახელობის ქ. თბილისის სახლემწიფო აკადემიური თეატრი ბოლნისში ამჯერად ეჯინა როუზის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ,,თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ ჩამოიტანს. დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუა გახლავთ. დიდი მაესტრო ბოლნისში სპექტაკლს დაესწრება.
მონაწილეობენ თეატრის წამყვანი მსახიობები: მურმან ჯინორია, დავით კვირცხალია, ლევან ხურცია, ტრისტან სალარიძე, სოსო აბრამიშვილი, ვანო გოგიტიძე, დავით დარჩია, ზურაბ ინგორიყვა, ირაკლი მაჭარაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, რევაზ ჩხაიძე, თემიკო ჭიჭინაძე.
დასაწყისი 18:00 საათზე.ბილეთის ფასია 10 ლარი, რომელიც კულტურის სახლის სალაროში გაიყიდება.


Share.

Comments are closed.