ბოლნისში საშობაო მსვლელობა მოეწყობა

0

7 იანვარს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოლნისში ალილო მოეწყობა. ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, მრევლი და სასულიერო პირები ღვთისმშობლის ნიშასთან გადაინაცვლებენ, სადაც მეუფე ეფრემი მცირე პარაკლისს გადაიხდის. შემდეგ კი მსვლელობა მოეწყობა ცენტრალურ ქუჩაზე, რომელიც ბოლნისის სათნოების სახლთან დასრულდება. მსურველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ალილოს ღონისძიებაში, რომელიც 7 იანვარს 13 საათზე დაიწყება.


Share.

Comments are closed.