გაცვალე მაკულატურა ახალ ლიტერატურაში – აქცია ბოლნისში 13 მარტს გაიმართება

0

მაკულიტერატურა არის პროექტი, რომელიც უნიკალურ შანსს აძლევს მოსახლეობას გაცვალონ მაკულატურა ახალ წიგნებში.

„ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ გარემო – უამრავი ქაღალდი , ჟურნალი, გაზეთი, წიგნი და ა.შ. გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, რომელიც აღარ გვჭირდება. მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.”- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მაკულიტერატურა აქციებს მართავს რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა ჩააბაროს ძველი წიგნები, გაზეთები ჟურნალები, რვეულები, სანაცვლოდ კი ადგილზე აირჩიოს გამომცემლობა “პალიტრა L” – ის ახალი წიგნები. ანუ გაცვალოს მაკულატურა ახალ ლიტერატურაზე. 1 კგ ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი მიღეებს 1 ქულას ანუ ერთ ვირტუალურ “ნერგს”. ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი “ნერგების” რაოდენობა რომელიც მერყეობს 4 “ნერგიდან”  – 100 “ნერგამდე”. ბოლნისში აქცია გაიმართება 13 მარტს, სულხან-საბას N106-ში, 11:00-დან 17:00-მდე.


Share.

Leave A Reply